საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელიც ე.წ. „აგენტების კანონს“ წარადგენდა, შეაგინა და სახეში მუშტი ჩაარტყა.
„შენი რუსი დედა მო***ან“, - ისმოდა ზუსტად იმ დროს, როცა ალეკო ელისაშვილი მამუკა მდინარაძეს სახეში ხელს ურტყამდა.
პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი ფლიგელები მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა გადაკეტეს და ჟურნალისტებს მიახლოების უფლება არ მისცეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პარლამენტში მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„სულ ვცდილობდი, რომ მეთანამშრომლა; სულ ვცდილობდი, რომ ადამიანურად მელაპარაკა... რუსეთში მიგვათრევენ!.. შუბლის ძარღვი გაიწყვიტა მდინარაძემ, თეთრზე გეუბნება მწვანეაო. ახლა ქუჩაში გამოსვლის დროა. ესენი უნდა უნდა გავყაროთ, თავისი რუსული კანონიანათ. ესენი მიგვათრევენ რუსეთში... ამვოვიდა ყელში და მივეცი ცხვირ-პირში, იმ რუსის აგენტ მდინარაძეს და გამიგდეს მერე... ცხოვრებაში მეზიზღება მექრთამეები და რუსის აგენტები“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი.
ამ კონფლიქტიდან რამდენიმე წუთში პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომა განახლდა. მომხსენებელი კვლავ მამუკა მდინარაძე იყო.