იელის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი აცხადებს, რომ ევრაზიის კავშირის იდეოლოგია ფაშიზმს და სტალინიზმს ეფუძნება
უკრაინაში მომხდარი ძალადობის ფაქტები და კიევის მეიდანზე განახლებული შეტაკებები 20 თებერვალს უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. „იუ-ეს-ეი თუდეი“ იტყობინება, რომ მეიდანზე განთავსებული სამედიცინო ცენტრის კოორდინატორის, ექიმ ოლეგ მუსის ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე შეიძლება იყოს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დემონსტრანტებმა 67 პოლიციელი დაატყვევეს. შესაბამისი ვიდეოკადრები უკრაინის ტელევიზიამაც აჩვენა. პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ პოლიცია არასაკმარისად შეიარაღებულია, თუმცა „ასოშაიტედ პრესის“ ოპერატორი ადასტურებს, რომ კიევის ცენტრალურ ნაწილში სამთავრობო ძალების სნაიპერები სახურავებზე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე არიან განლაგებული.
„ფაშიზმი, რუსეთი და უკრაინა“ - ამ სათაურით 19 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში „ნიუ იორკ რევიუ“ მკითხველებს უკრაინაში განვითარებული მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს სთავაზობს. მიმოხილვის ავტორი -ტიმოთი სნაიდერი- რომელიც იელის უნივერსიტეტში ისტორიის პროფესორია, საკმაოდ დიდ დროს უთმობს პროცესების ქრონოლოგიურ განვითარებას და განსაკუთრებით კი - რუსეთის როლს და გავლენას კიევის დრამატულ მოვლენებზე.
პროფესორ სნაიდერის თქმით, ანტისამთავრობო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთმა უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელა და ევროკავშირში უკრაინელთა მიზანსწრაფვას ალტერნატიული პროექტი -ევრაზიის კავშირი- დაუპირისპირა. სნაიდერი ევრაზიის კავშირის იდეოლოგიას ფაშიზმზე და სტალინიზმზე დაფუძნებულად თვლის და მის არსს შემდეგნაირად ხსნის:
„2001 წელს რუს პოლიტოლოგ ალექსანდრ დიუგინის მიერ წამოყენებული პროექტი ნაციონალური ბოლშევიზმის რეალიზებას გვთავაზობს. იმის მაგივრად, რომ ტოტალიტარული იდეოლოგიების უარყოფა მოეხდინა, ევრაზიანიზმი 21-ე საუკუნის პოლიტიკოსებს მოუწოდებს ისაზრდოვოს ორივე -ფაშიზმის და სტალინიზმის- გამოყენებადი იდეებით. დიუგინის მიერ 1997 წელს გამოქვეყნებული მთავარი ნაშრომი „გეოპოლიტიკის საფუძვლები“ ძალიან ახლოს მიყვება კარლ შმიდტის, ნაცისტთა წამყვანი პოლიტიკური თეორეტიკოსის, იდეებს. ევრაზიანიზმი ევრაზიის კავშირის არამარტო ერთადერთი იდეოლოგიური საფუძველია, არამედ პუტინის ადმინისტრაციაში მთელი რიგი ადამიანების საზრდო და უკიდურეს მემარჯვენეთა ახალგაზრდული მოძრაობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. დიუგინი წლების მანძილზე ღიად უჭერდა მხარს უკრაინის დაყოფას და მის კოლონიალიზაციას“.
პროფესორ სნაიდერის აზრით, მოსკოვის და კიევის პროპაგანდა დასავლეთის ქვეყნებს „სულელებად“ მიჩნევს, რაც არც თუ ისე უსაფუძვლოა - აცხადებს ავტორი. და ვინც მართლა იმდენად სულელია, რომ რუსეთის მიერ მეორე მსოფლიო ომის სასაკლაოს „ხსოვნით მანიპულირების ამ აშკარა და ცინიკურ მცდელობას ირწმუნებს, ერთ მშვენიერ დღეს მოუწევს საკუთრ თავს დაუსვას კითხვა: როგორ და რა მიზნით დაიჯერა ეს“. თუკი ფაშისტების მიერ ანტიფაშისტის მანტიის მოსხმა დასაშვებია, ამას მსხვერპლად თავად ჰოლოკოსტის, თუ ადამიანის უფლებების ხსოვნა და ისტორია შეეწირება - წერს იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი.
„ნიუ იორკ თაიმსში“ 20 თებერვალს გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორები ენდრიუ კრამერი და ენდრიუ ჰიგინსი შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობის ზრდასთან ერთად, კონფლიქტში არმიის ჩართვის საფრთხეც მატულობს. სამთვიანი კრიზისი ახალ, უფრო საშიშ ფაზაში გადავიდა. „უკრაინა ხუთშაბათს ლეტალური ძალადობის კიდევ უფრო ღრმა სპირალში ჩაეშვა. შეტაკებებში ორივე მხრიდან, დემონსტრანტების და პოლიციის რიგებიდან, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებამ კიდევ უფრო გაზარდა შიში, რომ პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს. ეს კი არმიის ჩართვის მაუწყებელი ნიშანი იქნება“ - წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.
თუმცა, იმის მიუხედავად, მხარს დაუჭერს თუ არა არმია ხელისუფლებას და მიიღებს თუ არა მონაწილეობას წესრიგის აღდგენაში, ავტორების აზრით, პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკრაინელთა მხარდაჭერას და კიევში საკუთარი ავტორიტეტის აღდგენას უკვე ვეღარ შეძლებს. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა მმართველი პარტიიდან ერთმანეთის მიყოლებით მიდიან იანუკოვიჩის ერთგული თანამებრძოლები. მათ რიგებს სულ ახლახან კიევის მერი, ვლადიმირ მაკეენკოც, შეემატა. „ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მაღალი ფასეულობა უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ პრინციპს წინ ვერაფერი დაუდგება“ - თქვა პოსტის დატოვებისას ქალაქის ყოფილმა მერმა ვიდეოჩანაწერით გავრცელებულ განცხადებაში.
„ბი-ბი-სი“ 20 თებერვალს გამოქვეყნებულ მასალაში რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებიდან ამონარიდს აქვეყნებს. დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში უფრო ძლიერი ლიდერის ხილვა სურს, და არა ისეთის, „რომელზეც ხალხი იატაკის ჩვარივით ფეხს შეიწმენდს“.
რუსული მედია, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს, კიევში მიმდინარე მოვლენებს ევროპაში ნაციონალური სოციალიზმის დაბრუნებად აფასებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გერმანიაში ვიზიტისას მიუნხენში არაერთხელ შეახსენა გერმანელებს, რომ ისინი თავის დროზე ჰიტლერს უჭერდნენ მხარს. რუსული პროპაგანდა უკრაინელ დემონსტრანტებს გამუდმებით ნაცისტებს უწოდებს. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „პრავდაში“ გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც თავად უკრაინული რადას უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატის -ვლადიმ კოლესნიჩენკოს- ციტატაა მოყვანილი. ის ამტკიცებს, რომ მეიდანი მარგინალიზებულია „და მასზე სამწუხაროდ, ქსენოფობიური განწყობების დომინირება, გამოქვაბულის დონის ნაციონალიზმის და ნაციზმის ელემენტების დამკვიდრება დაიწყო“.
რუსული მედია ასევე მაქსიმალურად ცდილობს ყურადღება შეძლებისდაგვარად სოჭის ოლიმპიადაზე გადაიტანოს. რუსული და ევროპული სოციალური ქსელები მოიარა ცნობილი რუსი მსახიობის, სერგეი ბეზრუკოვის „ტვიტერში“ განთავსებულმა გზავნილმა, რომელიც მსახიობმა მოგვიანებით თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც გადაიტანა: „შეუძლებელია ოლიმპიადის ყურება და ისე მოქცევა, თითქოს არაფერი ხდება. კიევში ხომ ხალხი იღუპება...“
ოლიმპიადა უკრაინელთა დელეგაციის რამდენიმე წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ ცნობით, უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა ითხოვა მათთვის ნება დაერთოთ, რომ სპორტსმენებს გლოვის ნიშნად მკლავზე შავი ლენტები გაეკეთებინათ. ოლიმპიადაში მონაწილეებს სურდათ გარდაცვლილი უკრაინელებისთვის პატივი მიეგოთ და „თანამოქალაქეების დაღუპვის გამო მძიმე ტკივილი გაეზიარებინათ“, რაზეც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მკაცრი უარი მიიღეს. ორგანიზაციამ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ანალოგიური ქმედება ოლიმპიური კოდექსით დაშვებული არ არის. ამის შემდეგ უკრაინის დელეგაციამ ოლიმპიურ სოფელში აივნებზე დროშები დაუშვა და წუთიერი დუმილით მიაგო პატივი კიევში დაღუპული თანამოქალაქეების ხსოვნას.
მოთხილამურე ბოგდანა მაცოცკამ კი მწვრთნელთან ერთად განცხადება ტურნირიდან გასვლის შესახებ გააკეთა. „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოლიმპიადას სამშობლოში მიმდინარე მოვლენების გამო ტოვებს. „არ მინდა მონაწილეობა, როცა ჩემს ქვეყანაში ხალხი იღუპება“ - თქვა 24 წლის მოთხილამურემ პარასკევს გადამწყვეტი ტურნირის წინ, რომელიც მისთვის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯიბრება უნდა ყოფილიყო. იანუკოვიჩი დაღუპული ადამიანების გამო დიდი ხნით უნდა დაიჭირონ და „იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს ამის შესახებ ხმას მივაწვდენ“ - განაცხადა ბოგდანა მაცოცკამ.
კიევში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავებულია. თეთრი სახლი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს უსაფრთხოების ძალები კიევის ცენტრიდან და დაიცვას მშვიდობიანი დემონსტრანტების უფლებები. პრეზიდენტმა ობამამ ოთხშაბათს გაკეთებულ განცხადებაში მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. ამის საპირისპიროდ, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი სისხლისღვრაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას, „ექსტრემისტებს“ და „რადიკალურად განწყობილ ელემენტებს“ აკისრებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვიც უმეტესად უკრაინის ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ლიდერები „ადეკვატურად არ რეაგირებენ“. არაადეკვატურობაში და „არათანმიმდევრულობაში“ ის ბრალს ევროპელ პოლიტიკოსებსაც დებს, რომლებსაც არ სურთ აღიარონ, რომ უკრაინაში „რადიკალური ძალების ქმედებებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას აკისრია“.
ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ პოლიტიკური მიმომხილველის, ენდრიუ რაფერტის აზრით, კიევში მიმდინარე მოვლენები სხვა არაფერია, თუ არა „რუსეთს და დასავლეთს შორის უკრაინაში მოწყობილი უახლესი ბრძოლის ველი“. იელის უნივერსიტეტის პროფესორის, ტიმოთი სნაიდერის თქმით, ბოლო სიტყვა ისევ უკრაინელებზეა. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან ჭკუა ყველამ უნდა ისწავლოს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში.
„უკრაინელები იბრძვიან ორი რამის -სიმდიდრის და შეიარაღების- ერთი დაჯგუფების, ვიქტორ იანუკოვიჩის და მისი ახლო მოკავშირეების, მიერ დასაკუთრების წინააღმდეგ. დემონსტრანტები ვაჟკაცობის მაგალითს შესაძლოა ამერიკელებსაც აძლევდნენ - როგორც მემარჯვენე, ასევე მემარცხენე ფლანგზე მყოფებს. უკრაინელები სერიოზულ მსხვერპლზე მიდიან იმ იმედით, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებენ. არის თუ არა ეს გაკვეთილი ლონდონში, თუ სხვაგან მყოფი ევრო-სკეპტიკოსებისთვის? სწორედ ეს არის ის დიალოგი, რომელიც ჯერჯერობით არ შედგა“ - აღნიშნავს პროფესორი სნაიდერი.
Your browser doesn’t support HTML5