ვაშინგტონი —
ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და საფრანგეთი ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
დღეს, ერთობლივი პრეს-კონფერენციისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სწრაფი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს უკრაინაში მიმდინარე ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ.
მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ხვალ კიევის წინააღმდეგ სანქციების არსს განიხილავენ.
ამ ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ფრანგ კოლეგას შეხვდა. ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ხუთშაბათს კიევში, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეუერთდება გერმანელ და პოლონელ პარტნიორებს რათა კიდევ ერთხელ განიხილონ არსებული ინფორმაცია ბრიუსელის შეხვედრამდე.
კერიმ აღნიშნა, რომ ევროპელ პარტნიორებს ხვდება სანქციების შესაძლებლობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რათა უკრაინის მთავრობასა და ოპოზიციას შორის „კომპრომისის გარემო“ იქნას უზრუნველყოფილი.