დუბაიში ბურჯ-ხალიფას გვერდით შენობა დაიწვა

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, დუბაიში, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათაბჯენის გვერდით, რომელიც ბურჯ-ხალიფას სახელითაა ცნობილი, შენობას ცეცხლი გაუჩნდა. კადრებს თვითმხილველები ავრცელებენ. შენობა, რომელშიც ხანძარი გაჩნდა, 35-სართულიანია.

"როიტერის" ვიდეო 7 ნოემბრით თარიღდება. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობაში, რომელიც "ბულვარ ვოლკის" 8 ნომერში მდებარეობს, ორშაბათს, გამთენიისას გაჩნდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა, ნაგებობა კი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამას დღის განმავლობაში გადაღებული ფოტოებიც მოწმობს.

Your browser doesn’t support HTML5

ხანძარი დუბაიში