დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება. თუკი აქამდე, კანდიდატთა ველი თანდათან ივსებოდა და ახალი პრეტედენტები ემატებოდნენ, ახლა ზოგიერთი მათგანი რბოლას ეთიშება.
სენატორ კირსტენ გილიბრენდმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ დაბალი სარეიტინგო მონაცემების გამო ბძოლას აღარ გააგრძელებს. ის ერთ-ერთი კანდიდატია, რომელიც მომავალი საპრეზიდენტო დებატების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
დემოკრატთა შემდეგი, მესამე დებატები 12 სექტემბერს უნდა გაიმართოს. დემოკრატიულ პარტიას განსაზღვრული პირობები აქვს იმისთვის, რომ კანდიდატმა დებატებში მონაწილეობა მიიღოს. ყოველი მომდევნო დებატებისთვის კანდიდატთა რაოდენობა მცირდება. პირველი ორი დებატები კანდიდატთა სიმრავლის გამო ორ-ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 12 სექტემბრის დებატებში კი ათზე მეტი მონაწილე არ იქნება.
გილიბრენდის გარდა, საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ: სენატორი მაიკლ ბენეტი, მონატანის გუბერნატორი სტივენ ბალოკი, კონგრესმენი ტულსი გაბარდი, მილიარდერი ტომ სტეიერი და მარიან უილიამსონი. მათ 4 გამოკითხვაში ამომრჩეველთა საჭირო მხარდაჭერა - 2 % არ აღემატებოდა და 130 000 ადამიანის შემოწირულობა ვერ მიიღეს. თუმცა გილიბრენდის გარდა, სხვა კანდიდატებს ასპარეზობის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.