სისხლის ანალიზმა კორონავირუსის დროს შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს მილიონობით ამერიკელის სიცოცხლის გადარჩენაში კორონავირუსთან ბრძოლისას. თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ იმ "ველური დასავლეთის" სიტუაციამ, რაც ახლა დაურეგილერებელ სისხლის ტესტებზე ხდება, შესაძლოა მეტი დაბნეულობა და გამოჯანმრთელების შენელება გამოიწვიოს.
ამერიკის მარეგულირებელი ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო კვირებში 70-ზე მეტი კომპანია დარეგისტრირდა, რომელმაც ე.წ ანტისხეულების ტესტის გაყიდვა დაიწყო.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები იმედოვნებენ, რომ ტესტები, რომლებიც თითიდან სისხლის აღებით განსაზღვრავენ ადამიანი დაავდებულია კორონავირუსით თუ არა, მალე მათ იმაში დაეხმარება, რომ აკრძალვები შეამსუბუქონ.
თუმცა, მთავარი შეკითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება: რამდენად ზუსტ პასუხს აჩვენებენ ასეთი ტესტები და რამდენად გვიცავენ ისინი.
ტესტები, რომელიც სისხლის ანალიზით კეთდება გასნხვავდება ცხვირიდან აღებული ნაცხის ტესტებისგან. სწორედ ეს უკანასკნელი გამოიყენება ახლა კორონავირუსზე ადამიანების შემოწმებისას. სისხლის ანალიზზე დაფუძნებული ტესტები სისხლში ანტისხეულებს იკვლევს. მსგავსი მიდგომა გამოიყენება შიდსზე, ჰეპატიტსა და სხვა დაავადებებზე ადამიანების შემოწმებისას.