არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროკავშირის პარლამენტში ულტრამემარჯვენეები დაწინაურდნენ. ამ ფაქტმა აიძულა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომ 9 ივნისს განცხადება ეროვნული ასამბლეის დათხოვისა და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე გაეკეთებინა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირში რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა გრძელდებაცენტრისტული ლიბერალური და სოციალისტური პარტიები, 720 მანდატიდან, უმეტესობის შენარჩუნებას მოელოდნენ. თუმცა, კენჭისყრის მოულოდნელმა შედეგებმა ბევრი გააწბილა და საფრანგეთის მსგავსად, გერმანიის შიდა პოლიტიკაშიც ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა.
9 ივნისის ღამე მტკივნეული იყო გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისთვის. მისი ლიდერობით, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ისტორიულად ყველაზე დაბალი შედეგი მიიღო, იქაც მემარჯვენე პოპულისტური პარტიის მხრიდან - „ალტერნატივა გერმანიისთვის".
ამ ფონზე, ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო გაძლიერდა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოზიცია. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ჯორჯია მელონის კონსერვატიულმა ჯგუფმა "იტალიის ძმები", ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
თუმცა, 10 ივნისს გამოქვეყნებული ეგზიტპოლების მიხედვით, ევროპარლამენტში უმრავლესობა კვლავ ცენტრისტულ ალიანსს ექნება. მემარჯვენეთა დაწინაურებისა და წინა არჩევნებთან შედარებით შედეგების გაუმჯობესების მიუხედავად, ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა „ევროპის სახალხო პარტიამ“ (EPP), მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიების ალიანსმა.
ამას გარდა, ჯერჯერობით კვლავ გაურკვეველია, რა გავლენა ექნებათ ევროკავშირის საპარლამენტო მუშაობაზე მემარჯვენე ნაციონალისტურ პარტიებს, რომლებიც ევროსკეპტიციზმით გამოირჩევიან. სამომავლოდ გადაწყვეტილებათა მიღებაში მათი როლი დამოკიდებული იქნება მათ უნარზე, დაძლიონ ერთმანეთს შორის უთანხმოება და შეძლონ ერთობლივი მუშაობა. ამ ეტაპზე, ისინი ორ განსხვავებულ ჯგუფს წარმოადგენენ, ასევე არიან მემარჯვენე დეპუტატები, რომლებიც ამ ჯგუფებს მიღმა იმყოფებიან.
მემარჯვენეთა გაერთიანების შემთხვევაში, ანალიტიკოსები მოელიან, რომ ევროპარლამენტის შიგნით პოლიტიკა, შესაძლოა, უფრო მარჯვნივ გადაიხაროს. ამ ფაქტმა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ახალი კანონმდებლობის მიღება რამდენიმე მიმართულებით გაართულოს, მათ შორის - უსაფრთხოების გამოწვევებზე, კლიმატის ცვლილების გავლენის შემცირების მიზნით ან ეკონომიკაში ჩინეთისა და შეერთებული შტატების მიერ შექმნილი კონკურენციის პასუხად.
Your browser doesn’t support HTML5