ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ახალი კორონავირუსი უკვე დაუდასტურდა 3.5 მილიონ ადამიანს, სხვადასხვა შტატების მთავრობები კი დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ, შტატების უმრავლესობაში დახურულ სივრცეში ყველა ადამიანი ვალდებულია პირბადით გადაადგილდეს.
ასევე ნახეთ: კოვიდ19-ის წინააღმდეგ ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა დასკვნით ეტაპზე გადავიდაპირბადის აუცილებლობაზე საუბრობენ ბიზნესკომპანიებიც. მეტიც, ბევრი დიდი კომპანია, კუთვნილ შენობებში მოქალაქეებს პირბადის გარეშე არ უშვებს. ბოლოს ეს გადაწვყეტილება "უოლმარტმა" მიიღო. პროცესში ჩართული არის ამერიკული "ეფლი", "სტარბაქსი", ბესთბაი", "ჰოულ-ფუდი" და კოსტკო".
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირბადეს შეუძლია კოვიდ19-ის პანდემიის მეორე ტალღის შესუსტება, ამერიკის ზოგიერთ შტატში ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება იყოს სავალდებულო. სწორედ ამ შტატებში შეინიშნება ინფიცირებულთა დიდი ზრდა.
ასევე ნახეთ: ამერიკულ საავადმყოფოებში სარეანიმაციო პალატები სწრაფად ივსებაოკლაჰომაში გუბერნატორი კევინ სტიტი დაინფიცირდა. გუშინ სტიტმა გააკეთა განცხადება, რომ მას კოვიდ19 დაუდასტურდა. რესპუბლიკელი გუბერნატორი გასულ კვირას პრეზიდენტ ტრამპთან ერთად იმყოფებოდა წინასაარჩევნო შეხვედრაზე.
ასევე ნახეთ: ოკლაჰომის გუბერნატორს კორონავირუსი დაუდასტურდაპირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში არ არის სავალდებულო ფლორიდაში. შტატში გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ, მეტიც გასულ კვირას ფლორიდაში საპროტესტო აქციაც გაიმართა, სადაც აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პირბადის გამოყენება არ სურთ და მოუწოდებდნენ სხვადასხვა კომპანიებს, ნუ არღვევდნენ მათ უფლებებს.
ფლორიდაში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება. შტატში ინფიცირებულთა რაოდენობა 300 000 აჭარბებს. დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და სანაპირო ზოლი.
Your browser doesn’t support HTML5
კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ფლორიდასთან ერთად მკვეთრად იზრდება არიზონაში, ტეხასსა და კალიფორნიაში. კალიფორნიის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, ბიზნეზებს შეზღუდვები კვლავ დაუწესდათ. კომპანიებს არ აქვთ უფლება დახურულ სივრცეში მომხმარებლები მიიღონ. ტეხასში საავადმყოფოების დიდი ნაწილი უკვე გადატვირთულია.
ასევე ნახეთ: ამერიკაში ინფიცირება სწრაფად იზრდება, სიკვდილობა (ჯერ) არაინფიცირების მაჩვენებელი შემცირებულია ნიუ-იორკში, ნიუ ჯერსიში და კონექტიკუტში. ამერიკის სხვადასხვა შტატში სკოლების გახსნისთვის ემზადებიან.
ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ19-ით 137 000-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.