„ფეისბუქმა“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოსტი მოხსნა იმ მიზეზით, რომ ის კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
პოსტი შეიცავდა ვიდეო კლიპს, რომელშიც „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ბავშვებს „თითქმის იმუნურები“ არიან კოვიდ-19-ს მიმართ.
“ეს ვიდეო შეიცავს მცდარ განცხადებებს იმაზე, რომ ადამიანების ერთ ჯგუფს კოვიდ-19-ის მიმართ იმუნიტეტი აქვს, რაც კოვიდის გარშემო მავნე დეზინფორმაციის შესახებ ჩვენს პოლიტიკას არღვევს,“ განაცხადა „ფეისბუქის“ წარმომადგენელმა.
ასევე ნახეთ: დონალდ ტრამპის სადავო აღმასრულებელი ბრძანებატრამპის საარჩევნო კამპანიამ @TeamTrump იგივე ვიდეო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. პრეზიდენტმა ეს ტვიტი საკუთარ გვერდზე გადაიტანა, რაც მოგვიანებით „ტვიტერმა“ მოხსნა (დამალა) კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების საბაბით.
კომპანიის წარმომადგენელმა თქვა, რომ @TeamTrump-ის ანგარიში ახალს მესიჯებს ვერ გაავრცელებს, სანამ აღნიშნულ ვიდეოს არ წაშლის.
ვიდეო „იუ-ტუბმაც“ მოხსნა საკუთარი პლატფორმიდან. ამ შემთხვევაშიც მიზეზი კოვიდ-19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა. პრეზიდენტ ტრამპის თავდაპირველი ინტერვიუ „ფოქს ნიუსთან“ ჯერ ისევ დევს „იუ-ტუბზე.“ კომპანიას შეკითხვაზე, თუ რომელი ვიდეო მოხსნა პლატფორმიდან, ჯერ პასუხი არ გაუცია.
ტრამპის კამპანია სოციალური მედიის კომპანიებს პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არსებულ მიკერძოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის, რაც პრეზიდენტმა თქვა, ფაქტია. „სოციალური მედიის კომპანიები სიმართლის არბიტრები არ არიან,“ თქვა საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა კორტნი პარელამ.
ასევე ნახეთ: ამერიკელთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ სოციალური მედიას პოლიტიკაზე დიდი გავლენა აქვს
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდ-19-ით დაავადებულთა უმრავლესობა ზრდასრული ადამიანია, თუმცა არსებობს ბავშვებისა და ჩვილების დაავადების შემთხვევებიც. გარდა ამისა, მათ დაავადების სხვებზე გადადება შეუძლიათ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ანალიზი ამბობს, რომ 24 თებერვლიდან 12 ივლისამდე გამოვლენილი 6 მილიონი შემთხვევის 4,6% 5-14 წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
მედიის თხოვნის მიუხედავად, თეთრ სახლს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ: უპრეცენდენტო მოსმენა კონგრესში - "ეფლი“, „ამაზონი“, „ფეისბუქი“ და „გუგლი“ კანონმდებლების წინაშე