ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპის სადავო აღმასრულებელი ბრძანება


აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევა, დაარეგულიროს სოციალური მედია, შესაძლოა მარეგულირებელი ორგანოების წინააღმდეგობის საფუძველი გახდეს. პრეზიდენტის ბრძანებამდე, მარეგულირებლები აცხადებდნენ, რომ მათ არ აქვთ ბერკეტი სოციალური მედიის ქცევების გასაკონტროლებლად.

კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელი, სოციალური მედიის რეგულაციების შესახებ, პრეზიდენტის განცხადებას გასულ კვირას წერილობით გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ საკითხზე დებატების გამართვა მნიშვნელოვანია.

კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელი
კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელი

2018 წლის აგვისტოში, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ ის ვერ ხედავდა კომისიის როლს ისეთი სოცილური მედიის რეგულირებაში, როგორებიცაა, მაგალითად „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „გუგლის“ პლატფორმები და სხვები.

„ისინი არ დარეგულირდებიან სიტყვის თავისუფლების თალსაზრისით. ხელისუფლებას არ აქვს შესაძლებლობები, დაარეგულიროს ეს პლატფორმები“ - აცხადებდა აჯიტ ფაი.

კომუნიკაციების ფედერალური კომისიის რესპუბლიკელი წევრი, მიმდინარე მოვლენებს „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა.

„როგორც კონსერვატორს, მაწუხებს ლიბელრალური ტექნოლოგიური ლიდერების ქმედებები, თუმცა მე ვარ უკიდურესად ერთგული პირველი შესწორების მიმართ, რომელიც ამ საკითხში ბევრ რამე განსაზღვრავს“ - აცხადებს კომისიის რესპუბლიკელი წარმომადგენელი.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას „ონლაინ ცენზურის პრევენციის“ შესახებ, რომელიც სოციალური მედიის, მათ შორის „ტვიტერის“, „ფესიბუქისა“ და ინსტაგრამის საქმიანობას ეხება. ბრძანებით, პრეზიდენტ ტრამპს სურს „საკომუნიკაციო წესიერების“ შესახებ, 1996 წელს მიღებულ კანონში ცვლილებები განხორციელდეს. კანონის 230-ე მუხლის სი პუნქტის თანახმად, ვებ-გვერდები, განსხვავებით სხვა ტიპის გამომცემლებისგან, ვერ იქნებიან პასუხისმგებელნი მომხმარებელბის მიერ განთავსებული მასალების შინაარსზე.

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება, სოციალური მედია საშუალებებისთვის "წესიერების აქტით“ მინიჭებული ლეგალური დაცვის მექანიზმების ნაწილის მოხსნას ითვალისწინებს.

განკარგულება აღმასრულებელი შტოს სააგენტოებს უბრძანებს, რომ დაავალონ დამოუკიდებელ მარეგულირებელ სააგენტოებს, მათ შორის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიას და ფედერალურ სავაჭრო კომისიას, შეისწავლონ აღნიშნული საკითხი. კერძოდ, მათ უნდა გაარკვიონ, შეუძლიათ თუ არა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის ახალი რეგულაციების დაწესება.

ექსპერტები ეჭვობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება კონგრესის თანხმობის გარეშე საერთოდ შესაძლებელი იყოს. ანალიტიკოსების აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია, ვიდრე არსობრივი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG