საბერძნეთს დაუმტკიცდა დახმარების პაკეტი

საბერძნეთს დაუმტკიცდა დახმარების პაკეტი

საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ლუკას პაპადემოსი აცხადებს, რომ ქვეყანაში დიდი სამუშაოა ჩასატარებელი სანამ ის ევროკავშირის და სავალუტო ფონდისგან ახალ, 172 მილიარდიან დახმარების პაკეტს მიიღებს. საბერძნეთის პარლამენტი დათანხმდა ამ პაკეტის მიღების წინაპირობებს, რომელიც ხარჯების და სამუშაო ადგილების შეკვეცას უკავშირდება. ახლა კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ დახმარების პაკეტის 79 -ივე პუნქტი რათა მიიღონ თანხა. მისი დახმარებით საბერძნეთი სავარაუდოდ აიცილებს თავიდან დეფოლტს.