ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებს


საბერძნეთი საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებს
საბერძნეთი საბიუჯეტო შეკვეცებს აპროტესტებს

დემონსტრანტებმა შენობები დაწვეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და პოლიციას ქვა და გაზის ყუმბარები დაუშინეს

მას შემდეგ, რაც ქვეყნის პარლამენტმა ფინანსური სტიმულირების პაკეტის მიღების მიზნით ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული საბიუჯეტო შეკვეცების გეგმა დაამტკიცა, საბერძნეთში საპროტესტო აქცია კიდევ უფრო მძვინვარე გახდა.

კვირას დემონსტრანტებმა შენობები დაწვეს, ფანჯრები ჩაამტვრიეს და პოლიციას ქვა და გაზის ყუმბარები დაუშინეს. სამართალდამცავები იძულებული გახდნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ. ათენში 10 შენობაა დამწვარი, მათ შორისაა კინოთეატრები, კაფეები და ბანკები.

ქვეყნის დედაქალაქ ათენში და ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ თესალონიკში საპროტესტო აქციებში 100 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა მიიღო მონაწილეობა.

პრემიერ-მინისტრმა ლუკას პაპადემოსმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ დემოკრატიის პირობებში მას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ბერძენი აქტივისტები კი აცხადებენ, რომ ქვეყანა უკვე საკმარის დათმობებზე წავიდა და მთავრობამ უნდა მოახერხოს გაკოტრების თავიდან აცილება და ვალებიდან ქვეყნის გამოხსნა.

XS
SM
MD
LG