უმუშევრობის პრობლემა ყველაზე მეტად საბერძნეთსა და ესპანეთში დგას
ევროკავშირის განცხადებით ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის მაჩვენებელი იზრდება. დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აპრილში რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომლის მიხედვითაც უმუშევრობამ 12.2 პროცენტი შეადგინა, რაც 19 მილიონ უმუშევარს უდრის. უმუშევრობის პრობლემა ყველაზე მეტად საბერძნეთსა და ესპანეთში დგას, ხოლო ყველაზე კარგი ვითარება ამ მხრივ გერმანიაშია, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 5,4 პროცენტია უმუშევარი. იტალიაში უმუშევრობის მაჩვენებელმა 12 პროცენტი შეადგინა.