ევროკავშირმა ევროზონის ქვეყნებში უმუშევრობის ახალი მაჩვენებელი გამოაქვეყნა. მარტის თვე უმუშევრობის 12 პროცენტიანი ციფრით დასრულდა. ევროკავშირის ოფიციალური პირების განცხადებით ევროზონაში ამჟამად 19, 2 მილიონი ადამიანია დასაქმებელი. გასულ თვეს ამ რიცხვს 62 ათასი უმუშევარი დაემატა. ანალიტიკოსების განცხადებით, ეს მონაცემები ევროპის ცენტრალურ ბანკზე ზეწოლის საფუძველი გახდება, რათა ამ უკანასკნელმა თავის საპროცენტო განაკვეთი შეამციროს. ამ საკითხზე ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები კვირის ბოლოს შეიკრიბებიან.
ევროპის ეკონომიკა
ევროზონაში 19,2 მილიონი ადამიანი უმუშევარია