ვარდნა ევროპის წამყვან საფონდო ბირჟებზე

ვარდნა ევროპის წამყვან საფონდო ბირჟებზე

ევროპის წამყვან საფონდო ბირჟებზე ვარდნა აღინიშნება, მას შემდეგ რაც იტალიის საგარეო ვალმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ლონდონის, პარიზის და ფრანკფურტის ბირჟებზე ორ პროცენტიანი ვარდნა აღინიშნა ათენსა და რომში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო.

საბერძნეთის ხელისუფლება უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ცდილობს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას, თუმცა პრემიერ-მინისტრი გეორგიოს პაპანდრეუ საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის არწმუნებდა, რომ გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბება გარდაუვალია.

იტალიაში სილვიო ბერლუსკონის მოწინააღმდეგენი მის გადადგომას მოითხოვენ. რომის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეიმს ვოლსტონის განცხადებით:“ ბერლუსკონის უახლოესი მრჩევლებიც კი აღიარებენ, რომ მან დაკარგა რეალობის შეგრძნება და აღარ ძალუძს იტალიის ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავება.“