ევროკავშირის ქვეყნები, თვითმფრინავით მგზავრობის საერთო სტანდარტებზე შეთანხმდა. რაც გულისხმობს ჰიგიენის, სოციალური დისტანცირების, პირბადის ტარების სტანდარტს, თვითმფრინავებსა და ეროპორტებში. ამის შესახებ განცხადება გერმანიის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა. ანდრეას შოიერის თქმით, ევროკავშირი, გერმანიის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდა.
ასევე ნახეთ: ევროკავშირი ბიუჯეტზე და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად ფინანსურ პაკეტზე შეთანხმდასტანდარტების მიხედვით, 6 წლის და მეტი ასაკის მგზავრებსითვის, აეროპორტებსა და თვითმფრინავებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვა, უსაფრთხოების შემოწმების დროს. თვითმფრინავებში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაღალი დონის სუფთა ჰაერის ცირკულირება, ამ ზომების შესახებ კი ინფორმაცია, მგზავრებს რამდენიმე ენაზე უნდა მიეწოდოთ.
ასევე ნახეთ: კორონავირუსის ვითარება, გაუმჯობესებამდე, სავარაუდოდ გაუარესდებათუმცა, შუა დასაჯდომი ადგილების ვაკანტურად დატოვების შესახებ, შეთანხმებაში მითითება არ არის.
გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეთანხმება ევროკავშირის უმაღლეს დონეზე მიღწულია. ახლა ჯერი ამ წესის მინისტრების დონეზე, ფორმალურ დამტკიცებაზეა.
სტანდარტები, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შესამცირებლად დაწესდა.