ევროპის კავშირი მზადაა მიიღოს სანქციების მეხუთე პაკეტი ბელარუსის 17 მოქალაქისა და 12 უწყების წინააღმდეგ. ეკონომიკური ბლოკის სამიზნეები ის ადამიანები და უწყებებია, რომლებიც მინსკის მიერ ორკესტრირებულ კრიზისში მონაწილეობენ.
ასევე ნახეთ: პოლონეთი მიგრანტთა დაკავების ცენტრში ამბოხზე საუბრობსბელარუსისა და ევროკავშირის საზღვარზე ათასობით მიგრანტია თავმოყრილი, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ. ბრიუსელი ლუკაშენკოს ამ ჰუმანიტარული კრიზისის ხელოვნურად შექმნაში ადანაშაულებს.
"რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ევროკავშირის მიერ სანქციების დამტკიცება 1 დეკემბერს არის მოსალოდნელი.
სანქციების სამიზნე ბელარუსის სახელმწიფო ავიახაზები "ბელავია" და რამდენიმე ტურისტული სააგენტოა. ამასთან, სანქციები დაუწესდება რამდენიმე მოსამართლეს და სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს, მათ შორის, პროკურორებს.