ევროკავშირის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შეძლებენ უნგრეთის მიერ დაწესებული ნებისმიერი ვეტოს დაძლევას და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს დახმარების მიწოდებას.
ბრიუსელში აღმასრულებელი პირები აცხადებენ, რომ კიევს ეს 21-თვიანი ომის პირობებში ხელფასების გადასახდელად და სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სხვა ხარჯებისთვის სჭირდება. 27-მა წევრმა სახელმწიფომ დახმარების პაკეტს კენჭი ბრიუსელში 14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა უყაროს.
თუმცა, არსებობს შეშფოთება, რომ უნგრეთის პრემიერი, რომელიც პრეზიდენტ პუტინთან მეგობრობს და უკრაინასთან წევრობის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებასაც ეწინააღმდეგება, დახმარების პაკეტს დაბლოკავს. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან ამგვარი დახმარების დამტკიცებას ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი მხარდაჭერა სჭირდება.
ასევე ნახეთ: ორბანის აზრით, ევროკავშირმა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკება არ უნდა დაიწყოსუნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი ამბობს, რომ უკრაინისადმი ნებისმიერი ფინანსური პაკეტი ევვროკავშირის ბიუჯეტიდან განცალკევებული საკითხი უნდა იყოს. მისი თქმით, ევროკავშირს უკრაინასთან დაკავშირებით ახალი სტრატეგია სჭირდება.
თუკი ბუდაპეშტი ვეტოს გამოიყენებს, ევროკავშირის უმაღლესი პირების თქმით, ისინი ამ ვეტოს გვევრდს აუვლიან და წევრ სახელმწიფოებს სთხოვენ, რომ უკრაინისთვის დახმარების ცალკეული პაკეტები გამოყონ და ომში მყოფ ქვეყანას მაინც მიაწოდებენ საჭირო ფინანსებს.
"უნგრეთი რისკავს, მისი "იღბალი შეიძლება ზედმეტად გაიწელოს. მერჩივნა, ისინი ჩვენსავით ფიქრობდნენ, ჩვენთან ერთად იყვნენ, მაგრამ მოვა დრო, როცა ხალხს მობეზრდება ბუდაპეშტის მიერ ყველას მძევლად აყვანა. გევრდის ავლა დამღლელია, მაგრამ თუ დაგვჭირდა, ამას გავაკეთებთ", - უთხრეს "როიტერის" ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მათი მტკიცებით, უკრაინისთვის დახმარების დამტკიცება მაინც მოხდება და მნიშვნელობა არ აქვს - რა ფორმით.