კიევის ცნობით, ქერჩში, ყირიმის აღმოსავლეთით რუსეთის მიერ კონტროლირებულ პორტში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული იერიში განახორციელეს და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, თანამედროვე რუსულ გემ „ასკოლდს“ რომლის შეკეთებაც სავარაუდოდ ვეღარ მოხდება.
„ასკოლდი“ რუსული სარაკეტო გადამზიდია რომელიც ქერჩის პორტში იყო გაჩერებული. როგორც ჩანს იერიში უკრაინამ საზღვაო დრონების დახმარებით გნაახორციელა. უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ საზღვაო დრონებმა რუსეთის მიერ შექმნილი „საზღვაო ინფრასტრუქტურა დაამარცხეს“.
„დადასტურებულია. რუსული სარატეკო გადამზიდი „ასკოლდი“ კარაკურტის კლასის უახლესი ხომალდი სტელსის ტექნოლოგიით აღჭურვილი, დაზიანდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ“,- განაცხადეს უკრაინის არმიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმის პორტზე მიტანილი იერიში წარმატებულია. მან სამხედროებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობას ვუხდი ყველას ვინც უზრუნველყო რუსული გემის წარმატებული განადგურება“,- თქვა ზელენსკიმ მის ღამის მიმართვაში.
ის, რომ ქერჩის პორტში უკრაინამ წარმატებული შეტევა განახორციელა ორი დღით ადრე მოსკოვმაც დაადასტურა, თუმცა კრემლს არ დაუკონკრეტებია რა ზიანი მიიღო რუსეთმა უკრაინული იერიშების შედეგად.
აღნიშნულზე, 4 ნოემბერს დეტალებზე კიევმა განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ზალივის პორტში რუსული საპორტო ინფრასტრუქტურა და გემი დაზიანდა, თუმცა მაშინ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
უკრაინის იერიშების პასუხად, რუსეთმა უკრაინულ ქალაქებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ერთ-ერთი სამიზნე ოდესა იყო, სადაც განადგურდა საპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და დაზიანდა ხელოვნების მუზეუმი.
ამასთან, რუსული იერიშების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსების და დაიღუპა 8 ადამიანი. ინფორმაციას დაღუპულთა რაოდენობის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ადასტურებს.
Facebook Forum