ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბჭოთა სიმბოლიკა რუსეთის ჯარში ბრუნდება


იმ დროს, როდესაც კრემლის უკრაინაში ომის მიზნები სულ უფრო ბუნდოვანი ხდება, ბოლოდროინდელი ფოტოები აჩვენებს, რომ რუსეთის საბჭოთა წარსული, უკრაინაში შეჭრილი ჯარისთვის ძირითადი გამაერთიანებელი იდეა ხდება.

ეს ფოტო, საბჭოთა პერიოდისთვის დამახასიათებელი მარქს-ენგელს-ლენინის ბარელიეფით, 27 ოქტომბერს, ავდიივკის მახლობლად, „პიატნაშკა“ ინტერნაციონალური ბრიგადის განლაგების ადგილზეა გადაღებული.

დონეცკის რეგიონში 2023 წლის 23 ივლისს გადაღებულ ფოტოზე, რუს ჯარისკაცს საბჭოთა კავშირის დროშის სამკლაური აქვს.

ასეთივე სიმბოლო ჩანს 2022 წლის 4 ოქტომბერს ლუჰანსკის რეგიონში გადაღებულ ფოტოზე, რომელზეც ჰაუბიცის მსროლელი რუსი ჯარისკაცია ასახული.

24 ოქტომბერს, დონეცკის გარეუბანში გადაღებულ ფოტოზე ჩანს რუსი სამხედრო გამომძიებელი სტალინის გამოსახულებიანი ნიშნით, რომელსაც აწერია: „ჩემს დროს ასეთი %*&#@^ არ იყო“.

2023 წლის მარტში, ლუჰანსკის რეგიონის კრემნინასთან, რუსი მოხალისის ქუდზე რუსული და საბჭოთა სიმბოლიკა ერთად არის წარმოდგენილი.

ივნისში გადაღებული კიდევ ერთი ფოტო ავდიივკიდან, რომელზეც სტილიზებული საბჭოთა დროშა ჩანს წარწერით: „სსრკ“.

ეს არის მოსკოვის საცხოვრებელ კორპუსზე გამოკრული დიდი პლაკატი წარწერით: „ძლიერი რუსეთისთვის“. პლაკატი უკავშირდება ინციდენტს, რომელიც რუსული შეჭრის პირველ დღეებში მოხდა, როდესაც ხანდაზმული უკრაინელი ქალი, როგორც თვითონ ეგონა, რუსი ჯარისკაცების შესაგებებლად სახლიდან წითელი დროშით გამოვიდა. ჯარისკაცები უკრაინელები აღმოჩნდნენ. მათ ქალს საჭმელი მისცეს და საბჭოთა დროშა ფეხქვეშ გათელეს.

ამ ინციდენტს რუსული ომის პროპაგანდა ფართოდ იყენებდა, როგორც კრემლი აცხადებს იმის სიმბოლოდ, რომ რუსეთის შეჭრას უკრაინის შიგნით მხარდაჭერა აქვს.

რუს მობილიზებულებს, 2022 წლის ოქტომბერში, ორენბურგიდან გამგზავრების წინ, საბჭოთა გამარჯვების დროშა უკავიათ.

2023 წლის მაისში, ლუჰანსკის რეგიონის სევეროდონეცკში, მანქანებზე ცარისტული, საბჭოთა და რუსული დროშებია დამაგრებული.

იან გარნერი, ისტორიკოსი და ექსპერტი რუსული სამხედრო პროპაგანდის საკითხში ამბობს, რომ საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენება მეტწილად თითოეული ჯარისკაცის კერძო ინიციატივაა, მაგრამ კრემლი თავისი პროპაგანდისტული ღონისძიებებით ამას აშკარად მხარს უჭერს.

XS
SM
MD
LG