საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ბლოკმა, საქართველოსთვის, 30 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაყინა. ელჩი ამბობს, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ახლა ურთიერთობის „დაბალი წერტილია“.
ასევე ნახეთ: კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშიათბილისში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ამ დროისთვის, თანხა, რომელის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, რაც 30 მილიონი ევროა, გაყინულია და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა ნაბიჯებიც იქნება“.
ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ბლოკი "ეტაპობრივად შეამცირებს" დახმარებას საქართველოს მთავრობისთვის და სანაცვლოდ გადაინაცვლებს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდაჭერაზე.
ეს ნაბიჯი არის პირველი პირდაპირი შედეგი, წლების განმავლობაში ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებისა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, ე.წ. უცხოეთის აგენტის კანონი მიიღო. ევროკავშირის ელჩის ამ განცხადებას, წინ უსრებდა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ პენტაგონმა, საქართველოში დადგეგმილი სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი“, განუსაზღვრელი ვადით გადადო.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველომ გასული წლის დეკემბერში მოიპოვა, მაგრამ ბლოკმა არაერთხელ განაცხადა, რომ თბილისის ამჟამინდელი პოლიტიკის გამო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, ფაქტობრივად, გაყინულია.
ჰერჩინსკის თქმით, ის ეჭვობს, ევროკავშირმა წელს საქართველოსთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გახსნას და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „შეჩერებულია“.