სოჭში პუტინისა და ერდოღანის სამიტი ტარდება

სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. პუტინსა და ერდოღანს შორის ბოლოს შეხვედრა 18 თვის წინ გაიმართა.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ამ პერიოდში ქვეყნებს შორის არაერთი მოვლენა განვითარდა და მხარეებს შორის რთული საუბარი წარიმართება. განსახილველ საკითხებს შორის იქნება ავღანეთში, სირიასა და ლიბიაში არსებული ვითარება. სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესები.

უკრაინის საკითხზე მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება რთული იქნება, რადგან ანკარამ ყირიმის ანექსია 2014 წელს არალეგალურად გამოაცხადა. თუმცა თურქეთი არ შეუერთდა სანქციების პაკეტს, რომელიც დასავლეთმა მოსკოვს დააკისრა. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტი ხშირად საუბრობს ყირიმის შესახებ, კერძოდ ის ყურადღებას ყირიმელ თათრებზე ამახვილებს.

პარალელურად თურქეთსა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობა ფართოვდება. კიევი ანკარასგან სამხედრო საფრენ საშუალებებს ყიდულობს. ქვეყნებს შორის გაფორმებულია სამხედრო თანამშრომლობისა და წარმოების ხელშეკრულება. ეს კი კრემლისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

სამიტის დროს პუტინი და ერდოღანი რუსული გაზის ექსპორტის გაფართოების შესახებ იმსჯელებენ და შეეხებიან რუსული თავდაცვითი სისტემების ეს 400-ების თემასაც. ვაშინგტონის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ანკარა რუსული სისტემების შეძენას განიხილავს.