ამერიკის ვიცე პრეზიდენტის მეუღლე დაგ ემჰოფი პოლონეთსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება. ემჰოფის ვიზიტის მიზანი ჰოლოკოსტის გახსენების საერთაშორისო დღეა.
ანტისემიტიზმთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ამერიკელი ოფიციალური პირები ამერიკასა და მსოფლიოში ანტისემიტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ.
ემჰოფი პირველი ებრაელია, როემლიც ამერიკის მმართველი ხელისუფლების მაღალჩინოსანზეა დაქოწინებული. მისი ოფიციალური ვიზიტი მოიცავს კრაკოვში ჩასვლასაც, სადაც აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში მივა. ამის შემდეგ კი ის ბერლინში გაფრინდება, სადაც ევროპელ მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ასევე ნახეთ: რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯესაუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, ემჰოფი ჰოლოკსტის მსხვერპლთა მემორიალთან საპატიო გვირგვინს მიიტანს და გარადაცვლილებს გაიხსენებს. მასთან ერთად იქნებიან ელჩი დებორა ლიპსტადტი, რომელიც ამერიკის სპეციალური წარმომადგენელია ანტისემიტიზმთან ბრძოლის სადამაკვირვებლო მისიაში. ემჰოფი ასევე შეხვდება ადგილობრივ ებრაელებს და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს.