მოჰამედ მორსის ძალადობის წაქეზებასა და ხელშეწყობაში ედება ბრალი
ძალადობის წაქეზებისა და ხელშეწყობისათვის ეგვიპტის განდევნილი ლიდერი მოჰამედ მორსი ნოემბერში სასამართლოს წინაშე წარდგება.
მასთან ერთად, სასამართლო „მუსლიმთა საძმოს“ 14 წევრის საქმეს განიხილავს.
ბრალდებები „მუსლიმთა საძმოს“ მომხრეებსა და ოპონენტებს შორის შარშან მომხდარი დაპირისპირებიდან მომდინარეობს.
ეგვიპტის ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში საძმოს არაერთი წევრი დააკავა და მის წევრებისა თუ მორსის სხვა მომხრეების დევნა დაიწყო.