ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპატიმრების სანქცია მუსლიმთა საძმოს ლიდერებზე


მუსლიმთა საძმოს 8 წევრს ბრალი ედება ქაიროში ეროვნული გვარდიის შენობის წინ მომხდარი ძალადობის პროვოცირებაში

ეგვიპტის გენერალურმა პროკურორმა მუსლიმთა საძმოს ლიდერების დაპატიმრების სანქცია გასცა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დროებით პრემიერ მინისტრი ა გარდამავალი მთავრობის შესაქმნელად საძმოსთან მოლაპარაკების გამართვისთვის ემზადებოდ.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მუსლიმთა საძმოს უმაღლესი მრჩევლის მოჰამედ ბადის, მისი ერთი მოადგილესა და საძმოს 8 წევრს ბრალი ედებათ ქაიროში ეროვნული გვარდიის შენობის წინ მომხდარი ძალადობის პროვოცირებაში, რომელსაც 50-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ასევე ოთხშაბათს ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დროებითი პრემიერ მინისტრი ჰაზემ ელ ბიბლავი მუსლიმთა საძმოსთვის და ისლამისტური ნურის პარტიისთვის მინისტრთა კაბინეტის პოზიციების შეთავაზებას აპირებს.

მუსლიმთა საძმომ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მიუხედავად იმისა, რომ რამადანი დაიწყო, საძმოს წევრები ქაიროში დემონსტრაციას არ წყვეტენ.

მიტინგის ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ დემონსტრანტები მანამ არ დაიშლებიან, ვიდრე დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მოჰამედ მორსი ქვეყნის ხელმძღვანელად არ დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG