ქაიროში საპროტესტო აქციები გრძელდება

დემონსტრატები პრეზიდენტ მუჰამედ მორსის პოლიტიკის ეწინააღმდეგებიან
ეგვიპტეში, ქაიროს თაჰრირის მოედანზე, პრეზიდენტ მუჰამედ მორსის პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება. ეგვიპტელები ქვეყნის კოსტიტუციის ახალ მოდელს აპროტესტებენ, რომელიც ისლამისტური უმრავლესობის მქონე საპარლამენტო საბჭომ საყოველთაო რეფერდუმზე წარსადგენად მოამზადა.

ისლამისტი უმრაველსობისგან შემდგარი საბჭოს მუშაობას უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში 30-მდე ქრისტიანმა და ლიბერალმა დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადა.