მუჰამედ მორსი ახალი კონსტიტუციის მიღებას თებერვლამდე გეგმავს
ეგვიპტის პრეზიდენტი, მუჰამედ მორსი ხუთშაბათს ეგვიპტელ ხალხს მიმართავს. დღესვე შედგება სახელმწიფო საბჭოს მიერ კონსტიტუციის ახალი მოდელის განხილვა, რომელსაც ქრისტიანები და ლიბერალები ბოიკოტს უცხადებენ.
მუჰამედ მორსი ახალი კონსტიტუციის მიღებას თებერვლამდე გეგმავს, თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ისლამისტი უმრავლესობისგან შემდგარი საბჭოს მიერ ამ პროცესის დაჩქარება კიდევ უფრო გაართულებს ისედაც დაძაბულ სიტუაციას, რომელიც პრეზიდენტის მიერ საკუთარი ძალაუფლების გაზრდის ინიციატივით არის გამოწვეული.
პრეზედენტის დეკრეტით ეგვიპტის უმაღლეს სასამართლოს აღარ ექნება მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება.
ქაიროს თაჰრირის მოედანზე შეკრებილი ოპოზიციის აქტივისტები პრეზიდენტ მორსის დიქტატორს უწოდებენ. პრეზიდენტის მხარდამჭერთა დემონსტრაცია შაბათს გაიმართება.