ლონდონში გამომავალი გაზეთ „ეკონომისტის“ წამყვანი ჟურნალისტის მოსაზრებები საქართველოს მომავალ არჩევნებზე
„ამერიკის ხმის" ქართული რედაქციისთვის ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუში ლონდონში გამოცემული გაზეთ „ეკონომისტის“ წამყვანი ჟურნალისტი, ედვარდ ლუკასი, რომელიც ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს ინტენსიურად აშუქებს, მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე საუბრისას გვეუბნება:
„წარსულ არჩევნებთან შედარებით, დღეს, წინასაარჩევნოდ გამოკვეთილია ორი ერთმანეთთან დაპირისპირებული ძალა. შესაბამისად, კონკურენცია და წინასაარჩევნო ატმოსფერო წარმოშობს რეალურ, მჭიდრო ბრძოლას ორ პარტიას, ორ კონკურენტს შორის. თუმცა, ჩემთვის შემაშფოთებელია პოლარიზაციის ის მასშტაბები, რომლებიც საზოგადოებაში და პოლიტიკურ დისკურსში იკვეთება. ორი მთავარი კონკურენტი პარტია ერთმანეთის ბრალდებით არის დაკავებული და ორივე მხარე დაპირისპირებულ ძალას, ლამის ფაშისტად ასაღებს," - აცხადებს ლუკასი, რომელიც პოლარიზებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ანალოგიური მკვეთრი ტენდენცია არც ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსს არ აკლია.
იგი შეშფოთებულია წინასაარჩევნოდ ქართულ მედიაში არსებული არასახარბიელო მდგომარეობით. მას, ასევე, აფიქრებს ოპოზიციის კანდიდატებისა დ მომხრეების დაშინებისა და მუქარის ფაქტები. ლუკასი, რომელსაც ჟურნალ „ეკონომისტის“ მკითხველები კარგად იცნობენ, წინასაარჩევნოდ შექმნილ გარემოზე საუბრისას, თავის მოსაზრებას აფიქსირებს ოპოზიციის ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის შესახებაც:
„მე მაფიქრებს ბატონი ივანიშვილის დიდძალი ფულის წარმომავლობის საკითხიც. ჩემი რწმენით, დემოკრატიის განვითარებისთვის არ არის ხელსაყრელი, როდესაც საზოგადოების წევრმა ფული იმ ქვეყანაში იშოვა, რომელიც მტრულად არის განწყობილი იმ სახელმწიფოს მიმართ, რომლის მართვის პრეტენზიაც გაგაჩნია."
ჩვენს კითხვაზე, თუ რამდენად განსხვავებულია, მისი აზრით, ევროპელი ლიდერებისა და ამერიკელი პოლიტიკოსების აღქმა იმ სიტუაციისა, რომელიც დღეს საქართველოში სუფევს და რით შეიძლება ეს განსხვავებები იყოს განპირობებული, ედვარდ ლუკასი გვპასუხობს, რომ არც ევროპას, და არც ამერიკას, დღესდღეობით, დიდი დრო არ აქვს საქართველოს პრობლემებით დაკავდეს. ამერიკაში ამის მიზეზია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, ევროპა კი ლუკასის აზრით, საქართველოს აღიქვამს როგორც ერთ, შორეულ ქვეყანას, რომლის შესახებ ევროპის ქვეყნების ნაწილმა საერთოდ არაფერი არ იცის. თუმცა, დასავლეთში საქართველოს პრეზიდენტის შესახებ ჩამოყალიბდა წარმოდგენა, რომ ის საკმაოდ გაუწონასწორებელი და არასანდო ხელმძღვანელია. ეს შეხედულება, ლუკასის განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც აბსოლუტურად სამართლიანი არ არის, თუმცა სახეზე გვაქვს სწორედ ასეთი რეპუტაცია.
ჟურნალისტი დასძენს, რომ ამ ეტაპზე ორივე პარტია - „ნაციონალური მოძრაობა" და „ქართული ოცნება" - ურიცხვი რაოდენობის ფინანსებს ხარჯავენ დასავლეთში და ლობისტური ჯგუფების საშუალებით უცხოელ ლიდერებზე გავლენის გავრცელებას ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საარჩევნო ფრონტი პარალელურ რეჟიმში დასავლეთშიც არის გაშლილი, უცხოეთში ბევრი უბრალოდ ნაკლებ ყურადღებას აქცევს საქართველოს.
რაც შეეხება ევროპულ და ამერიკულ მედიას და საქართველოში მიმდინარე წინასაარჩევნო პრობლემატიკისა და ზოგადი გარემოს დაფარვის ტენდენციებს, აქ ედვარდ ლუკასი დიდ განსხვავებას ამერიკულ და ევროპულ გამოცემებს შორის ვერ ხედავს.
„ერთის მხრივ, ამერიკულ და, მეორეს მხრივ, ევროპულ მედიას, საკუთარი პრობლემები მრავლად აქვთ - სირია, ახლო აღმოსავლეთის მოვლენები, ევროზონის კრიზისი, ამერიკის საპრეზიდნეტო არჩევნები. წინასაარჩევნოდ ივანიშვილის ბანაკმა ძალიან კარგად იმუშავა და დასავლურ მედიაში კარგად შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, თუმცა, ასევე ვნახეთ მთავრობის გეზის მხარდამჭერი არაერთი პუბლიკაცია. მაგრამ, დამიჯერეთ, ქართული არჩევნების თემა, რომელიც სხვა სიტუაციაში შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი თემა ყოფილიყო ყველა ჟურნალისტისთვის მსოფლიოში, დღეს არ იმსახურებს მათ დიდ დაინტერესებას."
ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე დიდი საფიქრალი, რომ არა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, ჟურნალისტის განცხადებით, პასუხი არაორაზროვანია:
„ეკონომიკური განვითარება. საქართველოს ყველაზე დიდი გამოწვევაა ეკონომიკის განვითარება და ეკონომიკური ზრდის წახალისება, რათა მოსახლეობის ფართო ფენებმა წარმატებული ეკონომიკური აქტივობის შედეგები ნახონ. საქართველოს ესაჭიროება საშუალო ფენის ჩამოყალიბება და გაძლიერება. ქვეყანას უნდა ყავდეს სახელმწიფოსგან ეკონომიკურად დამოუკიდებელი ადამიანების დიდი რაოდენობა, საზოგადოება, სადაც კეთილდღეობაში მცხოვრები მოსახლეობა აჭარბებს წარუმატებელსა და ღარიბს. ეს არჩევნების შემდეგაც ძალიან აქტუალური იქნება.“
რაც შეეხება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივას, „ეკონომისტის“ მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ასეთი შანსები საკმაოდ მცირეა.
„პირველ რიგში, იმიტომ, რომ არც ნატოში და არც ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკა აქტუალური არ არის. თუმცა, საქართველომ ევროკავშირთან დააახლოებისათვის სვლა უნდა დაიწყოს არა-წევრი ქვეყნის სტატუსით და ყურადღება დაუთმოს ვიზების პრობლემებს ევროკავშირის ქვეყნებთან, სავაჭრო ურთიერთობებს და მსგავს შედარებით ტექნიკურ საკითხებს.“
და ბოლო კითხვა ისევ საქართველოს არჩევნებთან დაკავშრებით:
„ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუ როგორ დაითვლება არჩევნების შედეგები. მთავარია ის სიტუაცია, თუ როგორ მივალთ არჩევნებამდე. უკვე საკმარისზე მეტი ცნობა და ანგარიში გავრცელდა იმის შესახებ, რომ მედიაზე წვდომა არ არის საკმარისი, ხდება ადმინისტრაციული რესურსების არამიზნობრივი გამოყენება, რასაც ბიძინა ივანიშვილის გუნდი ყოველთვის გამოიყენებს და განაცხადებს, რომ არათანაბარი და უსამართლო წინასაარჩევნო კამპანიის გამო, მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დაიდო. ეს ჩემში ბადებს საპროტესტო აქციებისა და მთავრობის უარყოფითი რეაქციის შესაძლებობის შიშს, რაც საკმაოდ სამწუხარო მოვლენად შეიძლება იქცეს.“