უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვიეს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მხარეებმა გასულ კვირას უკრაინის, რუსეთის და ეუთოს მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს და ის ძალაში 27 ივლისს შევიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თქმით, სეპარატისტებმა ახალი ზავი, დონეცკის სამხრეთში მდებარე ქალაქ უჟივკასთან და სამხრეთ აღმოსავლეთში, ქალაქ ნოვომიხაილივკასთან დაარღვიეს.
ასევე ნახეთ: პუტინის საწინააღმდეგო, მზარდი პროტესტი ხაბაროვსკშიუკრაინული მხარე აცხადებს, რომ მსხვერპლი არ ყოფილა, თავად უკრაინა კი განაგრძობს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. ამ განცხადებას სეპარატისტები უარყოფენ და ამბობენ, რომ ისინი შეთანხმებას იცავენ.
2014 წელს, კონფლიქტის დასაწყისიდან დღემდე, აღმოსავლეთ უკრაინაში, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების 20-ზე მეტი მცდელობა იყო.
ასევე ნახეთ: სატელეფონო ზარი ვაშინგტონი მოსკოვი - ტრამპი პუტინს ესაუბრაშეთანხმების ძალაში შესვლამდე რამდენიმე საათით ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა კონფლიქტი სატელეფონო საუბრისას განიხილეს.
ზელენკსიმ განაცხადა, რომ რუსულ მხარესთან აღმოსავლეთ უკრაინაში, ყირიმსა და რუსეთში დაკავებული უკრაინელების გათავისუფლების საკითხი განიხილა. კრემლის განცხადებით, პუტინმა ზელენსკის უთხრა, რომ კიევის გეგმა ჩაატაროს რეგიონალური არჩევნები აღმოსავლეთ უკრაინაში, მინსკის 2015 წლის შეთანხმების დარღვევაა.
ასევე ნახეთ: რუსეთი უარყოფს „ტერიტორიული პრეტენზიების“ ქონას, თუმცა ეს რაზე მეტყველებს?აღმოსავლეთ უკრაინაში, მოსკოვსა და კიევს შორის კონფლიქტს მედიაციას გერმანია და საფრანგეთი უწევს. 2015 წელს მინსკში მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, თუმცა ის ამ დრომდე არ სრულდება.
იმ საკითხებს შორის, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან არის ადგილობრივი არჩევნები, საზღვრის კონტროლი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რეგიონებში, რუსული სამხედრო ერთეულების და ტექნიკის ტერიტორიიდან გაყვანა და სეპარატისტების განიარაღება.
ასევე ნახეთ: რუსეთის "გავლენის ოპერაციები" ბრიტანეთში - რა ეხმარება პუტინს დემოკრატიების წინააღმდეგ?2014 წლის შემდეგ, კონფლიქტმა 13 200 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.