ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს


რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ, რომ მოსკოვში შეიარაღებული თავდასხმა აღკვეთეს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ რუსეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა. სპეცოპერაციის დროს მოკლულია ერთი პირი, რომელიც არსებული ინფორმაციით, გეგმავდა თავდასხმას მოსკოვის ერთ-ერთი რაიონში.

საერთშორისო მედიის ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლი იყო, რა დროსაც რუსმა სამართალდამცავებმა თავდამსხმელი მოკლეს. ცეცხლი, როგორც ცნობილია, თავდაპირველად სამართალდამცავების მიმართ სწორედ მან გახნა.

შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია შეიარაღება, მათ შორის, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ყუმბარა. თავდამსხმელი შუა აზიიდან არის და ის მოსკოვში ნაქირავებ სახლში ცხოვრობდა. ის 2 კვირის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. მისი ოჯახის წევრები ამბობდნენ, რომ ის სირიაში აპირებდა წასვლას და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ჰქონდა კავშირი. დაკავებულია თავდასხმაში ბრალდებულის ძმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG