რვაბალიან მიწისძვრას პერუში მსხვერპლი მოჰყვა

პერუს ჩრდილოეთ რეგიონში რვაბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრას სულ მცირე ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა სახლები და გაითიშა ელექტრო-ენერგიის მიწოდება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ იურიმაგუასგან 92 კილომეტრით, დედამიწის ზედაპირიდან კი 114 კილომეტრით იყო დაშორებული, რამაც დამატებითი ნგრევის თავიდან აცილება განაპირობა. მიწისძვრა იგრძნობოდა ასევე მეზობელ ვენესუელასა და ეკვადორში.

ბიძგები ადგილობრივებმა დაახლოებით ღამის 2 საათზე იგრძნეს. არსებული ინფორმაციით დაშავებულია ექვსი ადამიანი.