ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკვადორში 7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა


აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, პარასკევ დილას ეკვადორში, პერუს საზღვარზე, 7.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მონტალვოსგან 17 კილომეტრში იყო.

20 წუთის შემდეგ, ეკვადორის აღმოსავლეთში 5.5 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ინფორმაციით, ცენტრში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ შესულა და ამ ეტაპზე არც ცუნამის საშიშროების რისკი არსებობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG