შუალედურ არჩევნებში გამარჯვებას ექსპერტები რესპუბლიკელებს უწინასწარმეტყველებენ
ნოემბერში დანიშნული კონგრესის არჩევნების წინ, რესპუბლიკელების წინასაარჩევნო განწყობა ძალიან დამაჯერებელია, დემოკრატების მიერ კონტროლირებად სენატში ისინი უმრავლესობით მოსვლას გეგმავენ. ექსპერტების მოლოდინის მიხედვით, 2014 წელი რესპუბლიკელებისთვის წარმატებული იქნება, თუმცა დემოკრატებისთვის საკმაოდ რთული პერიოდი დგება.
თეთრი სახლი და ორივე პოლიტიკური პარტიის ლიდერები ძირითად კონცენტრაციას ახლა ნოემბერში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე ახდნენ, როდესაც წარმომადგენელთა პალატის 435ივე წევრის და ასევე სენატის 100 ადგილიდან 36-ის საკითხი უნდა გაირკვეს.
ანალიტიკოსების უმრავლესობა ამბობს, რომ მოსალოდნელია, რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში ადგილები შეინარჩუნონ და უმრავლეოსობით მოსვლა შეძლონ, ასევე მათ აქვთ ბრწყინვალე შანსი რომ დამატებით ექვსი ადგილი მოიპოვონ სენატში, რომელსაც ახლა დემოკრატები აკონტროლებენ.
დამატებით, რესპუბლიკელების უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ დემოკრატების რამდენიმე დეპუტატი პენსიაში გასვლას აპირებს, ზოგს კი რესპუბლიკელების მიმართ ტრადიციულად სიმპათიით განწყობილ შტატებთან რთული დღეები ელით, აცხადებს ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ექსპერტი ჯონ ფორტიერი.
მისი განცხადებით, სენატის რესპუბლიკელ წარმომადგენლებს ნამდვილად აქვთ რეალური შესაძლებლობა რომ მოიპოვონ ადგილები, თუმცა მათ ექვსი ადგილი სჭირდებათ, რაც საკმაოდ ბევრია. რესპუბლიკელებისთვის კარგი ამბავი ის არის, რომ ამ შტატებიდან, საიდანაც ხმების მიღება სჭირდებათ რესპუბლიკელებს, მათი ძლიერი მხარდამჭერი შტატები არიან.
ფორტიერი ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ახალი რეიტინგი და სოციოლოგიური კვლევის შედეგები რესპუბლიკელებზე კარგად იმუშავებს.
"ორი უდიდესი ფაქტორიდან ერთერთი პირველი, რომელიც შუალედურ არჩევნებზე იმოქმედებს არის ეკონომიკური მდგომარეობა ასევე პრეზიდენტის პოზიციები თეთრ სახლში. საბოლოო ჯამში, შუალედური არჩევნები პრეზიდენტის პარტიისთვის კარგი შედეგით არასდროს სრულდება, ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მუშაობს. და თუკი ეკონომიკური სიტუაცია გაურესებულია, ის კიდევ უფრო უარესდება. და თუ პრეზიდენტი არ არის პოპულარული, ის კიდევ უფრო უარესი ხდება," აცხადებს ფორტიერი.
მეორე მთავარი ფაქტორი ნოემბრის საარჩევნო კამპანიისთვის იქნება საზოგადოების შეხედულება პრეზიდენტის ჯანდაცვის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც ხელმისაწვდომი დაზღვევის აქტით არის ცნობილი.
რესპუბლიკელები გეგმავენ, ამ კანონთან დაკავშირებით თავიანთი ოპოზიციური მიდგომები გააქტიურონ და ეს მათი საარჩევნო კამპანიის მთავარი თემა იყოს. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონ ბეინერი საუბრობს.
მისი განცხადებით, სიმართლე ის არის, რომ ამ კანონის გამოსწორება შეუძლებელია. საჭიროა მისი საერთოდ ამოძირკვა. შეიძლება ამის მოსმენით ხალხი დაღლილია, თუმცა რაც უფრო ართულებს ეს კანონი სიტუაციას ამ სფეროში, რესპუბლიკელები მის წინააღმდეგ საბრძოლველად კიდევ უფრო გააქტიურდებიან.
პრეზიდენტი ობამა თავის გამოსვლებში ჯანდაცვის პროექტს გამუდმებით იცავს და რესპუბლიკელებს იმაში ადანაშუალებს, რომ მათ საყოველთაო დაზღვევის აქტის გაუმჯობესების არანაირი ინტერესი არ გააჩნიათ.
"ახლა იმას კი არ ცდილობენ , რომ გამოსწორდეს კანონი ან კონკრეტული პრობლემა, რომელიც მასთან დაკავშირებით არსებობს, არამედ უნდათ, ჩვენ უბრალოდ უარი განვაცხადოთ მასზე, და მილიონობით ადამიანი, რომელსაც ახლა აქვს დაზღევა, მათ გარეშე დავტოვოთ. მაგრამ ეს ასე არ მოხდება", განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტმა ასევე დემოკრატებიც გააფრთხილა, რომ მათ ნოემბერში ხმები სჭირდებათ, აღნიშნა ისიც, რომ რესპუბლიკელები შუალედურ არჩევნებში ზოგჯერ წარმატებებს აღწევენ, რადგან საარჩევნო უბნებში შედარებით დაბალი აქტივობაა.
ანალიტიკოსი კეროლ დოერტი "პიუს" კვლევის ცენტრიდან აცხადებს, რომ გამოკითხვის უკანასკნელი შედეგები ამ დროისთვის რესპუბლიკელების მიმართ უზომო მხარდაჭერას არ აჩვენებს. თუმცა ის ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისგან განსხვავებით ამომრჩევლების კონტიგენტი შუალედური არჩევნების დროს უფრო ხანდაზმულია ვიდრე ახალგაზრდა, ასევე ბევრია თეთრკანიანი, რაც რესპუბლიკელებისთვის სასარგებლო ნიუანსია.
მისი განცხადებით, ამ თვალსაზრისით რესპუბლიკელებს და დემოკრატებს არჩევნების მიმართ უკმაყოფილება არ უნდა ჰქონდეთ. მოსალოდნელია, რომ ამომრჩევლების აქტივობა დიდი ფაქტორი იქნება რესპუბლიკელებისთვის ამ შუალედურ არჩევნებზე.
მომავალი ორი წელი ობამას პრეზიდენტობის ვადის ბოლო წლებია და სენატში რესპუბლიკელების გამარჯვება შესაძლოა საკანონმდებლო ჩიხის მომტანი იყოს. ამის შესახებ გამოცდილი პოლიტიკური ექსპერტი ტომ დიფანკი ეროვნულ ჟურნალში საუბრობს. ის ასევე ამერიკის ხმის პროგრამის სტუმარიც იყო.
მისი აზრით, საკანონმდებლო ვაკუუმის და კონტროლის შესუსტება ამ შემთხვევაში ნამდვილად მოსალოდნელი იქნება.
რესპუბლიკელები ბოლოს წარმომადგენელთა პალატას და კონგრესს ერთდროულად უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს აკონტროლებდნენ. თუმცა მათ ეს სადავეები 2006 წელს კონგრესის შუალედური არჩევნების დროს მათ ორივე პალატაში დაკარგეს. თუმცა 2010 წლის არჩევნების შემდეგ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მოსვლა მაინც შეძლეს.