ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა წინასაარჩევნო კამპანიას ერთი დღით წყვეტს


ობამა კვირის ბოლო სამუშაო დღეს თეთრ სახლში გაატარებს და მედიასთან რამდენიმე შეხვედრასაც გამართავს.

ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა წინასაარჩევნო კამპანიიას ერთი დღით წყვეტს, ხოლო მისი რესპუბლიკელი ოპონენტი მიტ რომნის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ის კამპანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი სიტყვით გამოვა და კვლავ ეკონომიკის მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილებს ყურადრებას.
რომნი, ეგრეთ წოდებულ, მერყევ შტატ აიოვაში გამართავს მხარდამჭერებთან შეხვედრას და ყურადღებას იმ ფუნდამენტალურ განსხვავებებზე გაამახვილებს, რომლებიც მისსა და პერზიდენტ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას სორის არსებობს.
ობამა კვირის ბოლო სამუშაო დღეს თეთრ სახლში გაატარებს და მედიასთან რამდენიმე შეხვედრასაც გამართავს.
საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვების თანახმად, მხარდამჭერთა რაოდენობა თანაბრადაა განაწილებული რომნისა და ობამას შორის.
XS
SM
MD
LG