შეერთებულ შტატებში მესამე სატელევიზიო დებატების შემდეგ, ბარაკ ობამა ფლორიდაში გაემგზავრა, სადაც მისი ოპონენტის ცვალებად პოლიტიკურ შეხედულებებზე გაამახვილა ყურადღება.
„მთელი სერიოზულობით ვაცხადებ - ჩვენ მიჩვეულები ვიყავით, როდესაც პოლიტიკოსები ოთხ წელიწადში ერთხელ იცვლიდნენ შეხედულებებს, მაგრამ ყოველ ოთხ დღეში ერთხელ აზრის გამოცვლას არა ვართ ჩვეულნი.“
მიტ რომნი ნევადას შტატში, ლას ვეგასის მახლობლად ეკონომიკის გაჯანსაღების საკუთარ გეგმაზე საუბრობდა:
„ჩვენ, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატებთან ერთად, ოთხჯერ ჩავატარეთ დებატები და პრეზიდენტის სამომავლო გეგმების შესახებ ვერაფერი გავიგეთ. ამიტომაც ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია აღმავლობის გზით მიდის, ისინი კი ერთ ადგილს ტკეპნიან.“
ბარაკ ობამას მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან ვერ წარმოადგინა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში გასაკეთებელი საქმეების მკაფიო გეგმა. ამიტომ პრეზიდენტის გუნდმა ახლახან სპეციალური ბუკლეტი გამოსცა, სადაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში მონაწილე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ არის საუბარი. აქვე აღნიშნულია შეერთებულ შტატების უცხოურ ნავთობ-პროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობა, განათლების სფეროში ინვესტიციების ჩადება და ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.
ფლორიდის შტატიდან ბარაკ ობამა ოჰაიოში გაემგზავრა, რომელშიც გამარჯვებას ორივე კანდიდატი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აქ ის ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გამოჩნდა. ტოლედოში გამართულ მიტინგზე ბაიდენმა მკაცრად გააკრიტიკა მიტ რომნის შეხედულებები საგარეო პოლიტიკაზე. ბატონი ბაიდენის განცხადებით: „იქნება ეს ამერიკის ფლოტის გაძლიერება, თუ ჩვენი გეგმები ავღანეთთან, ირანთან და ისრაელთან დაკავშირებით, მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხებზე.“
თავის მხრივ მიტ რომნის ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატი, პოლ რაიანი ნევადას შტატში ბარაკ ობამას ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებდა:
„ჩვენ ვერ შევეგუებით 23 მილონი ამერიკელის უმუშევრობას, ვერ შევეგუებით 12 პროცენტამდე უმუშევრის არსებობას ნევადაში, ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ ამერიკელთა 15 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობს.“
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, სატელევიზიო დებატები ბარაკ ობამამ მოიგო, თუმცა, მიტ რომნიმ ზოგიერთ სადავო შტატში გარკვეულ წარმატებას მიაღწია.