თბილისი —
შიდა ქართლში, კონფლიქტის ზონაში ლითონის ღობეებისა და მავთულხლართების გაბმის შედეგად ასობით მოქალაქე დაზარალდა. მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღოღეთში ივანე გელაშვილმა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ მიწის ფართობზე გასული წლის გვიან შემოდგომას ნიორი დათესა. შემდეგ იქ რუსმა მესაზღვრეებმა ღობეები დაამონტაჟეს. თვითნებურმა დემარკაციამ ღოღეთის მკვიდრის საკუთრება შუაზე გაყო. ნიორი მთელ ბაღში ამოვიდა. რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებული ღობე კი მის შუაში მოექცა. ივანე გელაშვილისადმი პასუხი ჯერ არც რუსულ მხარეს გაუცია, არც ქართულს და არც ოსურს. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ერგნეთში ეს საკითხი დღემდე განხილვის პროცესშია. ოსური მხარე ამბობს, რომ მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაძლოა მოქალაქეებს, რომელთა მოსავალი მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდა, მიეცეს უფლება მისით ისარგებლოს. თუმცა ეს არაა მყარი გადაწყვეტილება. ამგვარი პასუხები, ყოველთვის ცალყბად და ბუნდოვნად გამოითქმება. არადა ივანე გელეშვილის მდგომარეობაში ამ დრომდე რამდენიმე ასეული მოქალაქეა. მავთულხლართებით დაზარალებულ მოქალაქეებს თუ წელს მიეცემათ უფლება აიღონ მათ მიერვე დარგული და ღობეებს მიღმა აღმოჩენილი მოსავალი, ეს მხოლოდ ერთჯერადი აქტი იქნება. მომავალ სეზონზე მათ რუსი მესაზღვრეები არ მისცემენ უფლებას ისარგებლონ საკუთარი მიწის ნაკვეთით, ეს ნიშნავს, რომ ისინი საკუთრებას, ყველა ვარიანტში კარგავენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ წელს აპრილში სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მავთულხლართებით დაზარალებული 19 მოქალაქის სახელით მიმართა. „2013 წლის სექტემბერ-ოქტომბერში სოფელ დვანში რუსი და ოსი „მესაზღვრეების“ მიერ ე.წ. საზღვრის მონიშვნის მიზნით მავთულხლართების გავლებამ გამყოფი ხაზი 400-600 მეტრით გადმოწია, რის გამოც დვანის 50-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო მიწები სამხრეთ ოსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. მავთულხმართების მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში, დვანში მცხოვრები 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი ე.წ. საზღვრის მიღმა აღმოჩნდება. საია ევროპულ სასამართლოში დვანის მაცხოვრებელთა მიწაზე და საცხოვრებელ სახლებზე საკუთრებით შუფერხებელი სარგებლობის უფლების დარღვევას დავობს. დღევანდელი მდგომარეობით, დვანის მოსახლეობის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა მავთულხმართებს მიღმაა მოქცეული. მოსახლეობა ამ მიწებს 2013 წლის ოქტომბრამდე ამუშავებდა და მიწიდან მიღებულ მოსავალს ოჯახისა და შინაური პირუტყვის გამოსაკვებად იყენებდა. ზოგიერთი ოჯახი მიწაზე მოყვანილ მოსავალს ყიდდა კიდეც და ეს მათი ოჯახების შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა. მიწებზე წვდომის დაკარგვის შედეგად ოჯახებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს, რადგან ისინი მავთულხლართების გამო მომავალში მიწების დამუშავებას ვეღარ შეძლებენ“,- ნათქვემია საიას განცხადებაში.
თამარ აბაზაძე, საიას ადვოკატი,რომელსაც ამერიკის ხმა დაუკავშირდა, ამბობს, რომ მათმა ორგანიზაციამ სტრასბურგის სასამართლოს წესების თანახმად მიმართა: შიდა მექანიზმების ამოწურვის მიზნით, ჯერ რუსეთის ფედერაციას გაუგზავნა წერილი და საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების შელახვაზე რეაგირება სთხოვა. რუსეთის ფედერაციიდან მოსულ პასუხში ნათქვამია, რომ მოპასუხე სამხრეთ ოსეთია, ამდენად, მათ უნდა მიემართოს წერილით. საიამ წერილი დე-ფაქტო ადმინისტრაციასაც გაუგზავნა, თუმცა პასუხი მათგან დღემდე არ მიუღიათ. თამარ აბაზაძე ამბობს: „საჩივარი ევროპულ სასამართლოში წავიღეთ რუსეთის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაშიც ამოვწურეთ ჩვენ შიდა სამართლებრივი მექნიზმები. სანამ მივმართავდით ევროპულ სასამართლოს, გავუგზავნეთ წერილი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. წარვუდგინეთ სამართლებრივი დასაბუთება, ის რომ რუსი მესაზღვრეების მიერ შენდება მავთულხლართები, რითაც ილახება სუვერენიტეტი და ეს ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. რუსებისგან მივიღეთ პასუხი, რომ მათ აღიარეს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ამდენად სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სურვილისამებრ გაამაგრებს საზღვრებს. ანუ, გადაგვამისამართეს სამხრეთ ოსეთში. ჩვენ არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ჩავთვალეთ, რომ არ წარმოადგენდა აუცილებლობას მიგვემართა სამხრეთ ოსეთისადმი, რადგან მოპასუხეა რუსეთი და არა სამხრეთ ოსეთი და შეგვეძლო პირდაპირ წავსულიყავით ევროპულ სასამართლოში, მაგრამ ვინაიდან პრეცედენტული სამართალი არ არის ძალიან მყარი ამ მიმართულებით, იმ მიზნით, რომ ჩვენ არ დაგვეშვა პატარა რისკიც კი, საქმის განუხილველობის საფუძვლის მიცემისთვის, ჩვენ მაინც მივმართეთ სამხრეთ ოსეთს. ვინაიდან კონკრეტული ქმედებები ხორციელდებოდა დე-ფაქტო რეჟიმის ორგანოების მიერ, ისინიც ჩავაყენეთ საქმის კურსში, მათაც მოვთხოვეთ აღნიშნული ქმედებების შეწყვეტა, რადგან ეს არღვევდა საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს. ამ დრომდე მათგან პასუხი არ მოგვსვლია.“
ქარელის მუნიციპატლიტეტის სოფელ დვანის რწმუნებულიზაზა კოპაძე ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს, რომ სოფელში 360 ოჯახი ცხოვრობს, საზღვრის გამოწევის შედეგად 100-მა ოჯახმა განიცადა ზიანი. „ამ დროისთვის რუსი მესაზღვრეები საზღვრის დემარკაციას აღარ აწარმოებენ. დაზუსტებით ვერ გეტყვით, რამდენ მეტრზეა გადმოწეული საზღვარი, თუმცა საკმაოდ დიდი მანძილითაა. დაზარალებულია 100 ოჯახამდე, ვისაც მიწის ნაკვეთები წაერთვა საზღვრის გადმოწევის შედეგად“,- ამბობს დვანის რწმუნებული.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ სტრასბურგში ამ საქმეს მოიგებენ.
რაც შეეხება სხვა ინდივიდუალურ სარჩელებს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების დახმრებით, მათ შორის საიადან წავიდა, გადაწყვეტილებები მიღებული ჯერ არც ერთ მათგანთან მიმართებით არ გამოსულა. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, სტრასბურგი ინდივიდულურ სარჩელებს უპასუხებს მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება სახელმწიფოებს შორის დავაზე. იგულისხმება საქართველოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ 2008 წლის ომის შემდგომ შესული საჩივრები.