პრორუსული სეპარატიზმის ზრდასთან ერთად, დონეცკში ეთნიკური, რელიგიური, თუ რასობრივი უმცირესობების მიმართ აგრესია იზრდება
ყოველწლიურად დონეცკში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით უცხოელი სტუდენტი ჩადის. საერთოდ, უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე ეს კოსმოპოლიტური ქალაქი დღემდე დიდი ეთნიკური, რელიგიური, თუ რასობრივი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით ბევრია იქ უცხოელი სტუდენტი, რომლებიც სწავლის დაბალი საფასურის გამო ძირითადად სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობენ.
იორდანელი სტუდენტები ყვებიან, რომ უკვე 6 წელია დონეცკში მედიცინას ეუბლებიან, მზად არიან დამამთავრებელი კურსი დახურონ და დიპლომი აიღონ. თუმცა, დღეს უნივერსიტეტი მათ უცხადებს, რომ მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გამო, ვინაიდან ქალაქში სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია აღარ არსებობს, ისინი თავიანთ ქვეყნებში უნდა დაბრუნდნენ.
„რისკი რომ გავაანალიზო, ახლა დაძაბულობა ბევრად მეტია. ადრეც იყო, მაგრამ მოიმატა. ბევრნაირი რისკის წინაშე აღმოვჩნდით“ - ამბობს ნიგერიელი ადიბოაო აგბულა, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი.
ზოგიერთი სტუდენტი აცხადებს, რომ სეპარატისტული მოძრაობის დაწყების შემდეგ ქალაქში რასისტულმა განწყობებმა იმატა. მათ მიმართ ერთგვარი ეჭვიც კი გაჩნდა და ისინი კანის ფერის გამო დამცირებას განიცდიან. მაიკლი, ბოცვანელი სტუდენტი, რომელიც დონეცკში სტომატოლოგიას ეუფლება, ამბობს, რომ პრორუსი სეპარატისტები მას და მის მეგობრებს ქუჩაში აბუჩად იგდებენ და რასისტული ფრაზებით დამცინავად მიმართავენ.
„ახლახან ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, როცა ობამას შემადარეს იმის გამო, რომ იგივე კანის ფერი მაქვს. მათ კი ობამა ძულთ. ფიქრობენ, რომ ამიტომ უკან, ჩვენს ქვეყანაში უნდა დავბრუნდეთ. ამიტომაც არის ძალიან ძნელი ასეთ სიტუაციაში ყოფნა“ - ამბობს ის.
დონეცკში მცირე ხნით ჩასული უცხოელი სტუდენტების გარდა, ტრადიციულად უამრავი სხვა ეროვნების ადამიანიც ცხოვრობს. მათ შორის არიან სომხები, თათრები, აზერბაიჯანელები, ბერძნები, თუ ებრაელები. აქამდე მათ იდენტურობის შენარჩუნების პრობლემა არ ჰქონიათ და მუდამ ეთნიკური თუ რელიგიური თავისუფლებით სარგებლობდნენ.
ადგილობრივი მუფტი -საიდ ისმაგილოვი- დონეცკის გარეუბანში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმთა საზოგადოებას ლიდერობს. მისი თქმით, უკრაინაში მუსლიმებს ბევრად უფრო მეტი უფლებით და თავისუფლებებით სარგებლობის პრივილეგია აქვთ, ვიდრე მოსაზღვრე ქვეყანაში, რუსეთში მცხოვრებ მათ თანამოძმეებს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ, არის ის, რომ აქ, უკრაინაში ბევრი უფლებით და თავისუფლებით სარგებლობის საშუალება გვენიჭება იმისთვის, რომ ჩვენ განვითარების საშუალება გვქონდეს. რუსეთს რომ შეადარო, აქ ბევრად უკეთეს სიტუაციაში ვიმყოფებით“ - აცხადებს ის.
მუფტი შიშობს, რომ უკრაინისგან გამოყოფის გამოცხადების შემდეგ რუსეთის გავლენა იზრდება. ეს კი საიდ ისმაგილოვის აზრით, რეგიონის ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობების პრივილეგიებს რისკის ქვეშ აყენებს.
„სხვადასხვა რელიგიების და კულტურების წარმომადგენლებს შორის იყო და ჯერ კიდევ არის ნდობა, იქნება ეს ქრისტიანი, ებრაელი, თუ ათეისტი. ჩვენ ძალიან იოლად ვპოულობთ საერთო ენას. რუსეთისგან განსხვავებით, აქ ქსენოფობია, ფაშიზმი და რასიზმი არ არის“ - ამბობს დონეცკელ მუსლიმთა ერთ-ერთი წინამძღოლი.
დონეცკში ბევრი იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის და მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, უკრაინაში ხელისუფლების მართვის სტილი იგივე დარჩება და უმცირესობების უფლებები ისევ დაცული იქნება. თუმცა, უკრაინის აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, უცნობია, ჩატარდება თუ არა იქ საერთოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის უმცირესობების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება.