ტრამპის ადმინისტრაცია მწვანე ბარათების გაცემას აჩერებს

კორონავირუსის პანდემიის გამო, აშშ-ში ახალი მწვანე ბარათების გაცემა, მინიმუმ 60 დღით შეიზღუდება, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ათიათასობით ადამიანისთვის ჩაიკეტება.

იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდ 19-ის გამო სამსახური დაკარგა, “არასწორი და უსამართლო” იქნება, თუ “მათ ახალი იმიგრანტები ჩაანაცვლებენ სამუშაოზე”, თქვა ტრამპმა.

პრეზიდენტი ბრძანებას ხელს დღეს მოაწერს და ეს ბრძანება, როგორც თავად ამბობს დაიცავს ჯანდაცვის სისტემას, რომელიც ახლა პანდემიის გამო რთულ მდგომარეობაშია.

“ფერმერებს ეს არ შეეხებათ”, თქვა ტრამპმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამით იმაზე მიანიშნა, რომ აკრძალვები არ შეეხებათ მათ, ვინც სოფლის მეურნების სფეროში არიან ჩართულები. “ჩვენ პროცესს გავუმარტივებთ მათ, ვინც ფერმაზე მოდიან სამუშაოდ”, განმარტმა პრეზიდენტმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადმინისტრაცია, ასევე ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავეთათვის, ვინც H-1B ტიპის ვიზას ფლობს, მოსთხოვს ცნობას, რომ ისინი არ ანაცვლებენ ამერიკელ დასაქმებულებს და მათ შეეძლებათ, თავისუფლად განაგრძონ მუშაობა.

“პრეზიდენტს არ სურდა, რომ მოგზაურობა აეკრძალა. მას, ასევე, არ სურდა საემიგრაციო აკრძალვები გამოეცა, მაგრამ ვალდებული ვიყავით, რომ ასე მოვქცეულიყავით. ასე იმ საშინელი ვირუსის გამო უნდა მოვიქცეთ, რომელიც უცხო სანაპიროებიდან შემოვიდა ჩვენთან”, თქვა რობერტ ო'ბრაინმა, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

თუმცა, კრიტიკოსები პრეზიდენტ ტრამპს ბრალს სდებენ პანდემიის მიზეზად გამოყენებაში იმისთვის, რაც მას დიდი ხანია უნდოდა. საიმიგირაციო პოლიტიკის შეცვლაზე ამერიკაში ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში საუბრობდა და მისი მოწინააღმდეგეები სწორედ ამას უკავშირებენ ახალ ბრძანებას. პრეზიდენტს ამაზე ერთი პასუხი აქვს: “მე ამას სულაც არ ვაკეთებ”.

“პრეზიდენტს ყველაზე მეტად ის სურს, რომ თავიდან აირიდიოს კრიტიკა იმასთან დაკავშრებით, თუ როგორ უმკლავდება ის პანდემიას… და გადაიტანოს საუბარი იმაზე, რაც მისთვის უფრო კომფორტულია და სასაუბროდ ადვილი”, ამბობს კრისტობალ რამონი, “ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის” უფროსი ანალიტიკოსი იმიგრაციის საკითხებში.

“სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი მეტადაა დაინტერესებული ანტი-იმიგრანტული სენტიმენტების გაღვივებით, ვიდრე სიცოცხლეების გადარჩენით”, უთხრა “ამერიკის ხმას” ანდრეა ფლორესმა, “ამერიკული სამოქალაქო თავისუფლებების გაერთიანების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

“ჩვენი ქვეყანა ისევ უნდა ავაშენოთ”, თქვა ტრამპმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. “ხალხს სურს, რომ სამსახურებს დაუბრუნდნენ”, დაამატა მან.

50-იდან 20 შტატი, უკვე ემზადება ეკონომიკის თავიდან გასახსნელად, თქვა პრეზიდენტმა.

სანამ, თეთრი სახლის კოორნავირუსთან მებრძოლი გუნდი, ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით, ახალ გაიდლაინებს აქვეყნებს იმასთან დაკაშირებით, თუ როგორ უნდა შემცირდეს ქვეყანაში ვირუსის გავრცელება, პრეზიდენტი ტრამპი გამუდმებით საუბრობს, რომ რეგულაციები უნდა შერბილდეს და ხალხი სამსახურებს დაუბრუნდეს.

თუმცა, პრეზიდენტის მოწოდებას შტატების გუბერნატორების ნაწილი არ ეთანხმება და საკმაოდ კრიტიკულად შეხვდა მას. ერთ-ერთი პირველი, ვინც პროტესტი გამოთქვა, ნიუ-იორკის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო იყო. ახლა სწორედ ნიუ-იორკია ამერიკაში პანდემიის ეპიცენტრში. სამშაბათს გუბერნატონი პრეზიდენტ ტრამპს შეხვდა, მოგვიანებით კი მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ პრეზიდენტს მისთვის არ დაუძალებია ეკონომიკის თავიდან ამუშავება მის შტატში.

კორონავირუსმა, რომლისთვისაც ჯერ არ შეუქმნიათ ვაქცინა, დაახლოებით 45,000 ამერიკელის სიცოცხლე შეიწირა.

ქვეყანაში სულ, ვირუსის 820,000 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან მხოლოდ ნიუ-იორკში 250,000.