ნოვაკ ჯოკოვიჩი რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში აცხადებდა, რომ ხორვატიაში ტურნირი "ადრია ტურ" უნდა ჩაეტარებინა, დღეს გაირკვა, რომ კოვიდ19-ით დაინფიცირდა.
მამაკაცთა შორის ჩოგბურთში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ცდილობდა პანდემიის დროს ხორვატიაში ტურნირი ჩაეტარებინა, მიუხედავად იმისა, რომ სპეციალისტები ყოველგვარი თავშეყრის წინააღმდეგ გამოდიან.
საბოლოოდ ტურნირი ჩაიშალა, რადგან ფინალური მატჩის წინ ჩოგბურთელ დიმიტროვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯოკოვიჩი მეუღლესთან ერთად კი ხორვატიიდან სერბეთში დაბრუნდა, სადაც ტესტირებამ აჩვენა, რომ პოპულარული ჩოგბურთელი და მისი მეუღლე კოვიდ19-ით არიან ინფიცირებულები.
ახალი კორონავირუსი როგორც თავად მსოფლიოს პირველი ჩოგანი გავრელებულ განცხადებაში ამბობს, მის შვილებს არ დაუდასტურდათ.
ტურნირში მონაწილე სხვა ჩოგბურთელები ხორვატიის ქალაქ ზადარში რჩებიან, ნაწილი ტესტირების პასუხს ელოდება, ნაწილს კი ვირუსი უკვე დაუდასტურდა.