დაპირდა თუ არა აშშ დანგრევის პირას მყოფ სსრკ-ს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა

Your browser doesn’t support HTML5

ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ვლადიმირ პუტინი შეეცადა უკრაინაში ახალი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად, 30 წლის წინ, დასავლეთსა და მოსკოვს შორის გამართული მოლაპარაკებები გამოეყენებინა. პუტინის მტკიცებით, დასავლეთმა სამი ათეული წლის წინ პირობა დადო, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა.