გარემოს გადარჩენის მიზნით შეიძლება მსოფლიოში 350 თბოელექტროსადგური დაიხუროს
Your browser doesn’t support HTML5
გასული წლების განმავლობაში ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლის პროცესმა მსოფლიოს ბაზრები მოიცვა. მსოფლიო საზოგადოება ახლა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. რა მოვლენები მოახდენს ზეგავლენას ბუნებაზე, მდგრად ეკონომიკაზე და მის საერთაშორისო განვითარებაზე? სწორედ ეს წარმოადგენს მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის 2014 წლის მთავარ სამუშაო გეგმას.
გლობალური კვლევების ჯგუფი ბუნების დაცვას უზრუნველყოფს და ასევე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის ზრდით გამოწვეულ საკითხებზეა ფოკუსირებული. მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის პრეზიდენტი ენდრიუ სტირი ამბობს, რომ 2014 წლისთვის საშუალო კლასს ძალიან დიდი როლი დაეკისრება. მათი რაოდენობა 1990 წლისთვის ერთი მილიარდს შეადგენდა, 2010 წელს უკვე სამი მილიარდი გახდა. 2030 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა რვა მილიარდამდე გაიზრდება, რომელთაგან ხუთი მილიარდი სწორედ საშუალო კლასის წარმომადგენელი იქნება. ასეთი ცვლილების გამო სტირი კითხვას სვამს.
შეიძლება თუ არა მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პარალელურად მდგრადი განვითარებისთვისაც იბრძოლო? გვჯერა, რომ პასუხი დადებითია, თუმცა 2014 წელს რა საკვანძო გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ, მასზე იქნება დამოკიდებული მომავალი წლების განვითარებაც, ამბობს სტირი.
სტირი 2014 წელს ქალაქების წლად აცხადებს. მისი თქმით, ყოველდღიურად 270 000 ადამიანი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით ქალაქში მიდის საცხოვრებლად.
წელს სამოცდათხუთმეტი მილიონი, მომავალ წელსაც ასეთი რაოდენობის, ამ ათწლეულში მილიარდის სამი მეოთხედი, და ამდენივე მომავალ დეკადაში, ამბობს სტირი.
ვიდრე მსოფლიოს ეკონომიკის განვითარება ძირითადად ქალაქებზეა დამოკიდებული, მათზე მოდის ასევე 70 % ნარჩენების გამოყოფა, რომელიც კლიმატურ ცვლილებებს განაპირობებს. დაბინძურებული ჰაერი 1 მილიონი ადამიანის ნაადრევ სიკვდილს იწვევს. ამიტომ სტირი ამბობს, რომ ამჟამად მიდის მუშაობა ქალაქების დაგეგმარების შეცვლაზე, რათა უფრო ვარგისი გახდეს საცხოვრებლად. მას მაგალითად ბრაზილია მოყავს, სადაც მოსახლეობის 85% ქალაქებში ცხოვრობს და ამ ცვლილებების წინაშე აღმოჩნდა.
მისი თქმით, ბრაზილიამ ახლახან მნიშვნელოვანი კანონი მიიღო, რომლის თანახმად ქვეყნის 3000 ქალაქს განვითარების გეგმა უნდა გააჩნდეს. ეს ნიშნავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, თუ ხალხმა როგორ უნდა ისარგებლოს, როდესაც სამსახურში მიდიან. სწორედ ბრაზილიამ შესთავაზა პირველმა, კურიტიბაში ავტობუსების სწრაფი სერვისი, რომლითაც ყოველდღიურად ახლა 12 მლნ ადამიანი სარგებლობს. მსოფლიოს სამასზე მეტ ქალაქში, სადაც განვითარების ტემპი სწრაფად მიმდინარეობას ამგვარი ავტობუსები მოძრაობენ.
2014 წლისთვის არსებობს კიდევ ერთი პროგნოზი, რომელიც ტყის მასივების შემცირებას უკავშირდება. დანაკარგის რაოდენობა წუთში 50 საფეხბურთო მოედნის ექვივალენტურია.
სტირის თქმით, დედამიწაზე ორი მილიარდი ჰექტარის ფართობმა შეიძლება ტრანსფორმაცია განიცადოს.
ეს მიწის ფართობი ორჯერ აღებული ჩინეთია, რომელმაც დეგრადაცია უკვე განიცადა, და კიდევ არ არის ნიადაგი მზად იმისთვის, რომ მასზე ტყე ან ფერმა განვითარდეს. მსოფლიოს ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2020 წლისთვის 150 მლნ ჰექტარი მიწის აღდგენის პირობა დადეს. სტირი ამბობს, რომ მოსალოდნელია 350 დიდი თბოელექტროსადგური დაიხუროს. ჩინეთი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდი დამბინძურებლად ითვლება,
წინადადებით გამოვიდა, საკუთარ ენერგოსექტორს დამატებით 363 ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური შემატოს. სტირი ამატებს, რომ ჩინეთი აგრესიულ მეთოდებს მიმართავს ნარჩენების შესამცირებლად, 277 მილიარდი დოლარი იქ ჰაერის დაბინძურების შესაჩერებლად გამოიყო.
მისი განცხადებით, ამ თანხის განკარგვა 2014 წელს დაიწყება, რომელიც შეზღუდავს სამ ძირითად ქალაქში ახალი თბოელექტროსადგურის მშენებლობას. ამით გამკაცრდება დაბინძურების სტანდარტები, რაც რამდენიმე დაგეგმილი თბოელექტროსადგურის მშენებლობის გეგმის გადახედვას გამოიწვევს და მათ აღარ ააშენებენ. გასულ წელს ჩინეთის ელექტრომომარაგების 50% განახლებადი ენერგიის ხარჯზე მოდიოდა.
2014 წლისთვის შეერთებული შტატები აპირებს გამოუშვას ახალი კანონი, არსებული ელექტროსადგურებიდან ნარჩენების გამოყოფის თაობაზე. გაეროს ინიციატივით დაგეგმილია კლიმატური ცვლილებების შესახებ კონფერენციის გამართვა, სადაც სხვადასხვა ქვეყნები ამ პრობლემასთან ბრძოლის მიზნით საკუთარ გეგმებს წარმოადგენენ. მოლაპარაკებები ამ მიმართულებით 2015 წლისთვისაც გაგრძელდება. ენდრიუ სტირი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი საკითხი ამ წელს იმაში მდგომარეობს, თუ როგორ უნდა შემცირდეს მხუთავი აირის გამოყოფა რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება მოხდეს.