აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ კვირაში ეგვიპტეში კლიმატის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მიდის. მისი გზავნილი ამჯერად იქნება იმაზე, რომ ამერიკა არ დაიხევს უკან კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაში.
კლიმატის საკითხებში ბაიდენის ადმინისტრაციის ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობდნენ, რომ ზაფხულში დამტკიცებული $375 მილიარდის პაკეტი, რომლიც ისტორიულად ყველაზე დიდია, საფრთხის წინაშე არაა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ გააკონტროლებს კონგრესს 8 ნოემბრის არჩევნების შემდეგ.
ექსპერტები ამაზე თანხმდებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ბაიდენის კლიმატის დღის წესრიგის სხვა ნაწილები შეიძლება შეიცვალოს რესპუბლიკური კონგრესის და სასამართლოების პირობებში.
კლიმატის შესახებ მოლაპარაკებების 30-წლიან ისტორიაში დემოკრატთა ადმინისტრაციამ საერთაშორისო შეთანხმებებს ორჯერ მოაწერა ხელი. მაგრამ, როდესაც მათ თეთრი სახლი დაკარგეს, რესპუბლიკელმა მემკვიდრეებმა ეს შეთანხმებები დატოვეს.
ასევე ნახეთ: რას ფიქრობენ რესპუბლიკელები ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზეახლა განსხვავება იმაშია, რომ ათწლეულების განმავლობაში პირველად, კლიმატის ცვლილებების საკითხი კანონმდებლობად გარდაიქმნა, „ინფლაციის შემცირების აქტის“ ფარგლებში. თუმცა, მისთვის ხმა რესპუბლიკელებს არ მიუციათ, რაც აშინებთ კლიმატის ცვლილებების აქტივისტებს, რომ შესაძლოა რესპუბლიკელებმა კანონმდებლობა შეცვალონ.
ეგვიპტეში კლიმატის მოლაპარაკებებზე ბაიდენი პარასკევს ჩადის. მისმა სპეციალურმა ელჩმა ამ მიმართულებით, ჯონ კერიმ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში ვაშინგტონში, ცვლილება არ მოხდება. „[ცვლილებების] უმეტესობას ვერ შეცვლის სხვა ვინმე ვინც ვაშინგტონს გააკონტროლებს, რადგან ჩვენი საქმიანობის უმეტესი ნაწილი კერძო სექტორს უკავშირდება,“ - თქვა მან.
ასევე ნახეთ: შუალედური არჩევნები 2022რესპუბლიკელები მხარს უჭერენ კლიმატის კანონით დამტკიცებულ საგადასახადო შეღავათებს. მაგრამ ისინი აცხადებენ, რომ ბაიდენი ჩქარობს ბენზინზე მომუშავე მანქანები ელექტრომობილებით შეცვალოს. მათი აზრით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ წინ აღუდგეს ჩინეთის გავლენას განახლებადი ენერგიის მიწოდების ჯაჭვში.