ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას ფიქრობენ რესპუბლიკელები ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, თვეების განმავლობაში აკეთებდა მნინიშნებებს იმის შესახებ, მიიღებდა თუ არა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. შუალედური არჩევნების წინა დღეს, 7 ნოემბერს კი მან თქვა: „ვაპირებ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო სამშაბათს, 15 ნოემბერს, მარალაგოში, პალმ-ბიჩზე, ფლორიდაში“. ტრამპმა აღნიშნული განცხადება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, საკუთარ მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მაგრამ, ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკელების შეშფოთება სახეზეა. ის ეროვნული გამოკითხვებშიც ჩანს და ასევე სამშაბათს, არჩევნების დღეს, გადამწყვეტ სამ შტატში ამომრჩევლებმის მხრიდანაც გამოიკვეთა. რესპუბლიკელების ნაწილს აშფოთებს 76 წლის რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო კანდიდატობა. როგორც ამბობენ, ამის მიზეზი მისი უკიდურესად დამაპირისპირებელი, მოპოლარიზებელი პიროვნება და არჩევნებზე კონკურენტუნარიანობაა.

„ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოს“, - თქვა 77 წლის გორდონ ნელსონმა, რომელმაც ხმა შუალედურ არჩევნებზე სამშაბათს, მიჩიგანში, ბირმინგემში მისცა. ნელსონმა ორჯერ მისცა ხმა ტრამპს, მაგრამ ახლა მას ადანაშაულებს ქვეყნის დაძაბულ პოლიტიკურ კლიმატში და იმაში, რომ კონგრესში დემოკრატები უმრავლესობაში არიან.

სააგენტო "როიტერის" თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაგალითი არამეცნიერულია, ეროვნულ დონეზე ჩატარებული გამოკითხვაც აჩვენებს, რომ ათობით მილიონი რესპუბლიკელი იზიარებს იმავე შეხედულებას. გასულ თვეში, "როიტერის" და "იფსოსის" მიერ გამოკითხული რესპუბლიკელების დაახლოებით 60% ემხრობა ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. 36% კი ამბობს, რომ მან 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მონაწილეობა აღარ უნდა მიიღოს. "ედისონის" მიერ სამშაბათს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლში, 10 რესპონდენტიდან ექვსმა თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, არასახარბიელო აზრი აქვს.

XS
SM
MD
LG