დემოკრატიული შიდაპარტიული არჩევნები ექვს შტატში მიმდინარეობს

ამერიკის ექვს შტატში ამომრჩეველი დემოკრატიული პარტიის კანდიდატებს უყრის კენჭს იმის გადასაწყვეტად, თუ ვინ გაუწევს მეტოქეობას პრეიზიდენტ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში.

ყურადღების ცენტრში მიჩიგანია, რომელიც ეგრეთწოდებული მერყევი შტატია. ამ დროისთვის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სენატორ ბერნი სანდერსს უსწრებს.

მიჩგანი დღევანდელი არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი შტატია, რადგან იქ კანდიდატებს 125 დელეგატის ხმის მოპოვება შეუძლიათ.

2016 წელს მიჩიგანში ბერნი სანდერსმა გაიმარჯვა პრაიმერებში, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ბაიდენს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

შიდაპარტიული არჩევნები დღეს დამატებით ვაშინგტონის, მისურის, მისისიპის, აიდაჰოსა და ჩრდილოეთ დაკოტას შტატებში მიმდინარეობს.

ეგრეთწოდებული, “სუპერ სამშაბათის” პრაიმერებში სენატორმა სანდერსმა ამერიკის ყველაზე მრავალრიცხოვან შტატში, კალიფორნიაში გაიმარჯვა. თუმცა, ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა 14-დან 10 შტატში მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება.