ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ტრამპის წინააღმდეგ? - "სუპერ სამშაბათი" ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა


2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და არ არის გამორიცხული, რომ რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს არჩევნებში დემოკრატებიდან ჯო ბაიდენი დაუპირისპირდეს, რომელიც ეგრეთწოდებული, "სუპერ სამშაბათის" კენჭისყრის მონაცემებით დემოკრატ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი დელეგატი უჭერს მხარს.

შემდეგ ადგილს ბერნი სანდერსი იკავებს, თუმცა სანდერსსა და ბაიდენს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

"სუპერ სამშაბათს" დემოკრატი დელეგატების დაახლოებით 1/3 ის პოზიცია ხდება ცნობილი და არჩევნები 14 შტატში ტარდება. სწორედ ამიტომ მარტის თვის ეს პირველი სამშაბათი ყოველთვის მნიშვნელოვანია და ძირითადად, მისი შედეგები განსაზღვრავს კანდიდატების ბედს.

გუშინდელი დღის მონაცემებით 14 შტატიდან 9-ში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, 4 შტატში ბერნი სანდერსმა.

მაიკლ ბლუმბერგმა ამერიკულ სამოაში მოიპოვა გამარჯვება, თუმცა სუპერ სამშაბათის შედეგებიდან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება და დემოკრატების საარჩევნო მარათონს გამოეთიშა.

ბლუმბერგი მხარს ჯო ბაიდენს დაუჭერს. "მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გამარჯვება არჩევნებში ჯო ბაიდენმა მოიპოვოს," - ამბობს ბლუმბერგი.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ იქნება 2020 წლის არჩევნებში მისი კონკურენტი დემოკრატებიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG