ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ელიზაბეტ უორენი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა


სენატორი ელიზაბეტ უორენი საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას, სენატორის კამპანიასთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით, "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.

70 წლის უორენი ბოლო დემოკრატი ქალი კანდიდატი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის ნომინაციისთვის იბრძოდა.

სარჩევნო მარათონს გუშინ გაეთიშა ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკლ ბლუმბერგიც. მან მხარდაჭერა ჯო ბაიდენს გამოუცხადა.

ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდა ამომრჩეველს კიდევ ერთმა ქალმა დემოკრატმა ემი კლობუჩარმა, რომელიც წინასაარჩევნო მარათონს ორშაბათს გაეთიშა.

დემოკრატებს შორის მილიარდერმა ტომ სტაიერმა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა პირველმა გასულ კვირას, საჯარო დებატების შემდეგ დატოვა. კვირას, კამპანიის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო საუთ ბენდის ყოფილმა მერმა პიტ ბუტეჯეჯმაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG