ფლორიდას ქარიშხალი "დები" დაატყდა თავს

ორშაბათ დილით, ფლორიდის შტატის ბიგ ბენდის რეგიონს ქარიშხალი "დები" დაატყდა თავს. პირველი კატეგორიის ქარიშხლის გამო, ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში კოკისპურული წვიმაა და დატბორვაა მოსალოდნელი.

ნალექის რაოდენობამ, შტატის სამხრეთ-დასავლეთიში, უკვე მიაღწია 30 სმ-ს. ამის შესახებ ფლორიდის საგანგებო სიტუაციების მართვის დივიზიის დირექტორი იტყობინება.

ქარიშხლების ცენტრის პროგნოზის მიხედვით, ვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანთა სიცოცხლეს, რადგან ზოგ ტერიტორიაზე ნალექისა და დატბორვის "კატასტროფულმა მასშტაბმა", შესაძლოა, 3 მეტრს მიაღწიოს. დღეიდან პარასკევამდე პერიოდში, ფლორიდიდან ჩრდილოეთ კაროლინამდე დასახლებებში მოსალოდნელია 60 სმ-ზე მეტი ნალექი.

ფლორიდაში, ამ დროისთვის, 250 000-ზე მეტ მოსახლეს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

ფლორიდის სხვადასხვა ნაწილში ორშაბათ დილით იტყობინებოდნენ, რომ დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეული იყო ხეები. ოფიციალური პირების ცნობით, დარუპულია სულ მცირე ერთი ადამიანი. ქალაქ ტამპაში მაშველებმა სატვირთოს მძღოლის ცხედარი იპოვეს, რომელმაც ავტომობილზე კონტროლი დაკარგა და ადგილობრივ არხში ჩავარდა.

ჯორჯიის შტატის სამხრეთსა და სამხრეთ კაროლინაშიც ძლიერი დატბორვისთივს ემზადებიან. "დები", სავარაუდოდ, იქ ნაკლებ ინტენსიური იქნება. მომდევნო 5-10 დღის განმავლობაში ქარიშხალთან გასამკლავებლად, ადგილობრივი უწყებები და მოქალაქეები ერთად ემზადებიან.

ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ამბობს, რომ შტატმა ფედერალური რეზერვებიდან კატასტროფასთან გასამკლავებელი თანხა მიიღო და ელექტროენერგიით მომარაგების აღსადგენად 17 000-მდე ადამიანი მუშაობს.

ფლორიდის აეროპორტებში, ორშაბათს, ასობით ფრენა გადაიდო.