51 მომხრე 40-ის წინააღმდეგ - ამერიკის სენატმა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანდიდატ დებ ჰაალანდს მხარი დაუჭირა. ჰაალანდი ქვეყნის შიდა საქმეების მდივანი იქნება. ის უკვე შევიდა ისტორიაში, როგორც პირველი ინდიელი-ამერიკელი, რომელიც ამ პოსტს დაიკავებს. მისი კანდიდატურის დამტკიცება მთელი ქვყენის მასშტაბით იზეიმეს მკვიდრი ამერიკელების, გარემოსდაცვითმა ჯგუფებმა და კანონმდებლებმა, რომლებიც თვლიდნენ, რომ დრო იყო მინისტრთა კაბინეტში მკვიდრი ამერიკელების ხმაც გაჟღერებულიყო.
ჰაალანდი ისტორიაში უკვე მეორედ შევიდა. პირველად ის 2018 წელს მოხვდა ამერიკის ისტორიის ფურცლებზე, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში აირჩიეს. 435 კონგრესმენს შორის, ის ორიდან ერთი წარმომადგენელი გახლდათ, რომელიც აბორიგენი ამერიკელების შთამომაველი იყო.
ასევე ნახეთ: მარტი და ქალთა უფლებები- რა (არ) ეზეიმებათ ქალებსრატომ არის ჰაალანდის ნომინაცია ასე მნიშვნელოვანი? ამერიკის ფედერალურ მთავრობაში მინისტრების ფუნქციას მდივნები, სამინისტროების საქმეს კი დეპარტამენტები ასრულებენ. ჰაალანდიც ერთ-ერთ მდივნად დაინიშნა, ანუ მინისტრთა კაბინეტს შეუერთდა. აქამდე, ასეთი მაღალი თანამდებობა არცერთ ინდიელ-ამერიკელს არ ჰქონია.
ჰაალანდის დანიშვნა მხოლოდ ამ მიზეზით არ არის მნიშვნელოვანი. სააგენტო, რომელსაც ის უხელმძღვანელებს კურირებს ამერიკის ფედერალური მთავრობის ურთიერთობას ქვეყნის მიერ აღიარებულ 567 ტომთან და 1,9 მილიონ ინდიელ-ამერიკელთან, ასევე ალასკის მკვიდრ მოსახლეობასთან.
გარდა ამისა, ჰაალანდი და მისი სააგენტო, მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ბაიდენის ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის გატარებაში, ვინაიდან მისი სააგენტო განაგებს და უვლის ქვეყნის ველურ ბუნებას, საზოგადოებრივ მიწებს, მათ შორის, ეროვნულ პარკებს, ასევე გასცემს ლიცენზიებს ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის საჭირო სამუშაოებისთვის.
ასევე ნახეთ: ბაიდენმა ქალი გენერლები შეიარაღებული ძალების წამყვან პოზიციებზე დაასახელარესპუბლიკელებმა, რომლებიც დები ჰაალანდის კანდიდატურის წინააღმდეგი იყვნენ, მოსმენის დროს, დემოკრატ კონგრესმენს მწვავე შეკითხვები დაუსვეს. ისინი ცდილობდნენ ჰაალანდი წარმოეჩინათ, როგორც რადიკალური შეხედულებების ადამიანი გარემოს დაცვის საკითხებზე. თუმცა, ჰაალანდმა თქვა, რომ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ის პრეზიდენტ ბაიდენის გეგმის განხორციელებას აპირებს და არა საკუთარის. მოსმენების შემდეგ, ჰაალანდმა მხოლოდ 4 რესპუბლიკელის ხმის მოპოვება შეძლო, თუმცა დემოკრატები მხარდაჭერის წყალობით, ხმების რაოდენობა მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად საკმარისი აღმოჩნდა.
„ფედერალურ მთავრობასა და ტომებს [რომლებსაც ამერიკაში ცალკეული ერების სტატუსი აქვთ] შორის ხანგრძლივი და პრობლემური ურთიერთობის გათვალისწინებით, წარმომადგენელ ჰალანდის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის სათავეში მოსვლა ძალზე მნიშვნელოვანი მომენტია ამერიკისთვის“, - თქვა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა. მისი თქმით, „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ტომების წარმომადგენლებს არ ჰქონდათ საშუალება მსხდარიყვნენ მაგიდასთან, სადაც მიიღებოდა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც მათ მიწასა და ცხოვრებაზე გავლენას ახდენდა“.
ასევე ნახეთ: ქალ პარლამენტართა რიცხვი მსოფლიოში ისევ შორსაა თანასწორობისგანთავად დები ჰალანდმა კი "ტვიტერზე" დაწერა: „მადლობას ვუხდი ამერიკის სენატს ჩემი შიდა საქმეების მდივნად დამტკიცებისთვის. ველი ყველა თქვენგანთან თანამშრომლობას. მზად ვარ ვიმსახურო“.
ახალი მდივნის "ტვიტერის" გვერდზე კი მთავარ განცხადებად შემდეგია მონიშნული: „აქამდე ჩემი, აღნიშნულ რანგში ხმა არასდროს გაჟღერებულა, ან შიდა საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში. დედაჩემის ოჯახში, პუებლოში აღზრდამ, გამხადა ძლიერი და მე ვიქნები ძლიერი ყველა ჩვენგანისთვის, ჩვენი პლანეტისთვის და ჩვენი დაცული ტერიტორიებისთვის. ეს ჩემთვის დიდი პატივია და მზად ვარ ვიმსახურო“.
ჰაალანდიმა ფიცი 16 მარტს დადო. ცერემონია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალ ჰარისმა ჩაატარა.