დაღესტანში ეკლესიებსა და სინაგოგებზე თავდასხმების მსხვერპლი 19-მდე გაიზარდა. რეგიონის ორ ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში, შეიარაღებულმა პირებმა კოორდინირებული თავდასხმები მოაწყვეს.
ისინი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი და მართლმადიდებლურ ტაძრებსა და სინაგოგებში შეიჭრნენ. თავდასხმა კვირა საღამოს, უძველეს ქალაქ დერბენტში მოხდა. ტაძარში ერთ-ერთ ხატს ცეცხლი წაუკიდეს და 66 წლის მღვდელი, ნიკოლაი კოტელნიკოვი მოკლეს.
ქალაქ მახაჩკალაში კი თავდამსხმელებმა საგზაო პოლიციის პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი და ეკლესიას დაესხნენ თავს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ქალაქის მცხოვრებლები ქუჩებში გარბიან და თავის უსაფრთხო ადგილისთვის შეფარებას ცდილობენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღირა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მოკლულია 15 პოლიციელი და 4 სამოქალაქო პირი. გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე 5 თავდამსხმელია მოკლული. ცეცხლსასროლი ირაღით დაჭრილი მათი ცხედრების კადრები ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა.
ასევე ნახეთ: რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის დაკავება, კონკურენტული "კლანის" დარტყმა შეიძლება იყოს"ეს ტრაგიკული დღეა დაღესტნისა და მთელი ქვეყნისთვის. ეს ჩვენი ერთიანობის დარღვევის მცდელობაა", - თქვა სერგეი მელიკოვმა, დაღესტნის რეგიონის ლიდერმა და განმარტა, რომ ამ თავდასხმის მომზადებაში უცხო ქვეყნის ძალები იყვნენ ჩართულნი, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
დაღესტანში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელსაც დასავლეთში ხშირად აკრიტიკებენ კავკასიაში სეპარატიზმის წაქეზებაში, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
დაღესტანი, ძირითადად, მუსლიმებით დასახლებული რეგიონია ჩრდილოეთ კავკასიაში. ქრისტიანულ და იუდეურ სასულიერო ობიექტებზე თავდასხმამ, რუსეთში, ბევრს სამი თვის წინ მოსკოვში მომხდარი თავდასხმა გაახსენა, რომელზე პასუხისმგებლობაც ე.წ. "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო და რომელსაც 145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბევრი შიშობს, რომ ქვეყანაში, შესაძლოა, ისლამური ექსტრემიზმის სხვა შემთხვევებიც იხილონ.