უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობის ფონზე, ჩეხეთის მთავრობა ამბობს, რომ უკრაინის დახმარებას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოჩოვამ თქვა, რომ ჩეხეთის სამხედრო მარაგები საშუალებას იძლევა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება შეუფერხებლად მოხდეს.
ჩეხეთი, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და უკრაინას რუსეთის აგრესიის პირობებში აქტიურად უჭერს მხარს. პრაღა კიევს, სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდის.
ასევე ნახეთ: უკრაინა ამბობს, რომ გასულ კვირას ფრონტის ხაზზე მხოლოდ მცირედი ცვლილებები იყომინისტრმა ჩერნოჩოვამ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კვირის დასაწყისში ნატომ თქვა, რომ უკრაინაში საარტილერიო ჭურვების მარაგი ბევრად უფრო სწრაფად იხარჯება, ვიდრე მოკავშირეებს მისი წარმოებასა და მიწოდებას ახერხებენ. თუმცა ჩეხეთი ამბობს, რომ მისი სამხედრო მარაგები კარგ მდგომარეობაშია და უკრაინა შესაბამის ამუნიციას მიიღებს.
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა კი უკრაინისთვის უკვე გაწეული დახმარების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათ 2023 წლის პირველ ხუთ თვეში კიევმა ჩეხეთისგან მიიღო: 24 ტანკი, 17 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 16 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 645 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა.
გარდა ამისა ჩეხეთი უკრაინას აწვდის საჭირო ამუნიციას, საწვავს და უზრუნველყოფს უკრიანას სათადარიგო ნაწილებითაც. ჩეხეთი აქტიურად არის ჩართული უკრაინისთვის სხვადასხვა სამხედრო ტექნიკის მიწოდებიის გზების მოძიებასა და კოორდინაციაში.